ფონდის შესახებ

ინტერნეტის გავრცელებამ ხელი შეუწყო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო რესურსების, ცოდნისა და გამოცდილების ათვისებას. შესაძლებელი გახდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან  მოუსმინოთ მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, ვერასდროს შეხვედროდით, გაიგოთ მათი შეხედულებები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ჩვენ ვმუშაობთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ქართულ ენაზე ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და თარგმნა; საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია;  თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა  და კოპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ჩვენ გვჯერა:

  • რომ განათლება სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის განვითარების მთავარი საშუალებაა.
  • ხარისხიანი განათლების მიღების უფლება აქვს უკლებლივ ყველა ადამიანს, სქესის, ასაკის, ეროვნების, საცხოვრებელი ადგილის, ფინანსური თუ ფიზიკური შესაძლებლობის განურჩევლად.
  • ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია  გააკეთოს.