XXI საუკუნეში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, მასწავლებლების წინაშე ბევრი სიახლეები და სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ XXI საუკუნის კომპეტენციები სწავლა-სწავლების პროცესში საჭიროა ცვლილებების შეტანა, ამიტომაც აუცილებელი ხდება ინოვაციური სწავლების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
კომპიუტერის გამოყენება თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. მასწავლებელიც მუდმივად უნდა ცდილობდეს ამ უნარის განვითარებას. ამის გამო, წლებია ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დარეგისტრირებული ვარ education.microsoft.com-ზე და ვუყურებ იმ ვიდეო-გაკვეთილებს, რომლებშიც აღწერილია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება. შემდეგ ამ გამოცდილებას ვნერგავ ჩემს მოსწავლეებთან. უკვე ზედიზედ ორჯერ მომანიჭა microsoft-მა ექსპერტ-ინოვატორის წოდება. ასევე, ჩართული ვარ eTwinning-ის პროექტებში. ამჟამად, ვეცნობი ხანის აკადემიის გამოყენების და დანერგვის გზებს და პარალელურად ვნერგავ ჩემ საკლასო ოთახშიც.
კვლევის საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩემი კოლეგები ხშირად მომმართავდნენ ტექნოლოგიების გამოყენების დროს დასახმარებლად. მეც აქტიურად ვეხმარებოდი, მაგრამ დავინტერესდი იმით, თუ რატომ იჩენდნენ ნაკლებ ინტერესს ციფრული კომპეტენციების ასამაღლებლად და რა სირთულეებს აწყდებოდნენ მისი გამოყენების დროს.
იმისათვის, რომ სკოლამ ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს თავისი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, ძირფესვიანად უნდა იცნობდეს მათ საჭიროებებს. შესაბამისად, საკითხის აქტუალობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა გამოკვეთილიყო პედაგოგთა ის საჭიროებები, რასაც ჩვენში არსებული რესურსით დავაკმაყოფილებდით.
დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე და გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები და ჩამოვაყალიბე
ვთვლი, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
არასაკმარისი აღჭურვილობა;
ციფრული აღჭურვილობის გაუმართაობა;
კომპიუტერული პროგრამების არცოდნა ან ისტ-ის იშვიათი გამოყენება;
შებოჭილობის განცდა ტექნოლოგიების გამოყენების დროს.
დროის უკმარისობა.
აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა:
რა არის მასწავლებელთათვის ტექნოლოგიების გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები და როგორ გავაუმჯობესოთ მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში?
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, მეორადი მონაცემები, ინტერვიუები, დაკვირვება და კითხვარები.
წარმოგიდგენთ კითხვარის ერთ-ერთი კითხვის დიაგრამას, სადაც ნათლად ჩანს მასწავლებელთა დამოკიდებულება ხელისშემშლელ ფაქტორებთან.
მოკლედ, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო პედაგოგთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და ინტერვენციების შემუშავება მათი გაუმჯობესების გზებისთვის.
ამიტომაც, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:
სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან;
დამხმარე ვიდეო გაკვეთილების გაზიარება;
ინდივიდუალური კონსულტაციები.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისათვის.
რუსუდან გორგაძე
კვლევის კოლეგებისთვის გაზიარების რეფლექსია
https://kvlevisangarishi167.blogspot.com/2019/06/blog-post_27.html