ონლაინ, საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია საქართველოში
ჩვენი მიზანია გავაცნოთ ქართველ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ყველა ის რესურსი და ონლაინ პლატფორმა, რომლებზეც შესაძლებელია საერთაშორისო დონის განათლების მიღება და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექციების მოსმენა.
ამგვარ საშუალებას იძლევა ისეთი პლატფორმები, როგორიც არის Coursera.com, Edx.org, Novoed.com, Udacity.com, Udemy.com, Lynda.com, Khanacademy.org და მრავალი სხვა, (დამატებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.edsurge.com
ჩვენი მიზანია:
- გავაგებინოთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომ მათ შეუძლიათ სრულიად უფასოდ მოუსმინონ გაკვეთილებს ყველა საგანში, რომელიც მათ აინტერესებთ (Khan Academy.org (ინგლისური ვერსია); ka.khanacademy.org (ქართული ვერსია); Khan Academy Georgian - Youtube Channel; Code.org
- გავაგებინოთ ხალხს, რომ ლექციების მოსმენა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან (Stanford, Harvard, Berkeley, Сolumbia, MIT, Princeton, Hec და სხვა) უკვე ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ შეუძლია.
- პრაქტიკული კუთხით ვაჩვენოთ საქართველოში უკვე კარგად ნაცნობი პლატფორმები, როგორიცაა YouTube, Google თუ სხვა (ცნობისათვის: YouTube-ზე 1 მილიონზე მეტი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ვიდეოა).
- რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო მასალა და რესურსები გახდეს უფრო ხელმისაწვდომი საქართველოშიც.