განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 11 აპრილი 2021.
ვეძებთ ეკონომიკის ვიდეოების შემქმნელს. შექმნაში იგულისხმება ხანის აკადემიის ინგლისური ვიდეოების მიხედვით ქართული ვერსიების ჩაწერა; იშვიათ შემთხვევაში გახმოვანება/დუბლირება. შექმნაში არ იგულისხმება ვიდეოს მონტაჟი; ამას სხვა აკეთებს.
ვიდეოების ამ სიაში bit.ly/KA-video-creation-tutorial არის აღწერილი შექმნის პროცესი და ამ ვიდეოში — ახსნის სტილი youtu.be/Ohu-5sVux28 (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ khanacademy.zendesk.com/hc/en-us/sections/205873648-Dubbing-and-Recreating-Videos).
ვეძებთ მას, ვინც:
კარგად იცის მაკრო და მიკროეკონომიკა;
კარგად იცის ქართული და ინგლისური;
აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი;
შეძლებს, არა უბრალოდ თავიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ bit.ly/3d07kpz):
შეუძლია, გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის;
შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას;
გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.
პასუხისმგებლობის გრძნობა
„ხანის აკადემიას“ თვეში საშუალოდ 130,000 მომხმარებელი ჰყავს. თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო ვიდეოებს ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს — სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანი… ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც სწავლა სურს! იმედი გვაქვს, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე სამუშაოს გულისყურითა და ხარისხიანად შესრულებას მოგანდომებთ.
პირობები/ანაზღაურება
მოქნილი გრაფიკი;
დისტანციური მუშაობა;
ანაზღაურება (გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადის შესაბამის ველში);
ჩაწერისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება; მიკროფონი და სახატავი დაფა.
განაცხადი შეავსეთ აქ: forms.gle/sJF6HFbHZw4aeHXN7
განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 11 აპრილი 2021.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე facebook.com/educaregeorgia/.