ინგლისურის სწავლების საჭიროებაზე

ღია წერილი USAID-ის დირექტორს, პიტერ ვიბლერს

Click here for the English version

ბატონო პიტერ, 

რამდენიმე დღის წინ ვნახე თქვენი ვიდეო, რომელშიც ითხოვთ მოსახლეობის რჩევას — რაზე უნდა იმუშაოს USAID-მა შემდეგი 5 წელი?

ჩემთვის პასუხი ნათელი იყო — ინგლისური ენის გავრცელება საქართველოში — მაგრამ ვიდეოზე კომენტარი მაშინვე არ დავწერე, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხს სჭირდება დეტალური განხილვა, რომელიც კომენტარში უბრალოდ არ ჩაეტევა

ამიტომ დავწერე ეს წერილი. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მგონია, რომ ინგლისური ენის საჭიროებას ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ ხედავს. პირადად მე გამიმართლა. ჩემს ოჯახს ჰქონდა საშუალება და სკოლის პერიოდში ინგლისურის რეპეტიტორთან დავდიოდი. ამან საკმარისი საფუძველი მომცა და უნივერსიტეტში სწავლისას ნელ-ნელა დავიწყე აკადემიური ტექსტების კითხვაც, რაც საჭიროც იყო, რადგან ყველა საგანში საკითხავი მასალა ქართულად არ არსებობდა. 

ზოგადი განათლებისთვისაც ინგლისურენოვან ინტერნეტზე წვდომამ არაერთი გზა გამიხსნა. ადრე TED-ის ვიდეოებსაც აქტიურად ვუყურებდი. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო იყო სალ ხანის გამოსვლა განათლებაზე, ხანის აკადემიაზე. მაშინ (2012 წელს) დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ქართულადაც გვქონდა ხანის აკადემიის მსგავსი რესურსი. ჰოდა, 2015 წელს დავაარსეთ Educare Georgia და მას შემდეგ ხანის აკადემიის 3000 ვიდეო და 7 მილიონი სიტყვა გავაქართულეთ, ჩვენს პლატფორმას კი დღეს ყოველთვიურად 50,000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. რადგან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს ინტერნეტზე (და შესაბამისად ჩვენს რესურსებზე) წვდომა არ ჰქონდა, ჩვენ წამოვიწყეთ პროექტი „ჩართე“ - პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. დღეს 350 მოსწავლეს აქვს ინტერნეტი, ლეპტოპი, ფართო სპექტრის სასწავლო რესურსები და ჩვენი გუნდის მუდმივი ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა. 

ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამხელა სარგებელი შეიძლება მოვუტანოთ საკუთარ თავსა და ქვეყანას, როცა ვფლობთ ინგლისურს. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს მსგავსი შანსი.  

ერთეული მაგალითებიდან გადავიდეთ რიცხვებზე. ორი სახის სტატისტიკაზე მინდა მოგიყვეთ:

  1.  საიდან ვასკვნით, რომ საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის დონე დაბალია? 

  2. რა სარგებელი მოაქვს ინგლისური ენის ცოდნას ინდივიდებისა და ქვეყნებისთვის?


ინგლისური ენის ცოდნის დონე საქართველოში


კავკასიის ბარომეტრიის 2017 წლის გამოკითხვიდან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის, ფაქტობრივად, 80% არ ფლობს ინგლისურ ენას (გრაფიკი #1). დაახლოებით იმავეზე მიუთითებს net.adjara.com-ის მონაცემები: ფილმებსა და სერიალებს ინგლისურ ენაზე მხოლოდ 11-12% უყურებს (გრაფიკი #2). 

გრაფიკი #1

1.png

გრაფიკი #2

2.png

კიდევ ერთი წყარო, სადაც ჩანს, რომ საქარველოში ინგლისური ენის დონე დაბალია, არის Education First-ის 2018 წლის კვლევა (გრაფიკები #3 და #4). ამ კვლევის თანახმად საქართველო ევროპაში არის ბოლოდან მე-4 ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. 

გრაფიკი #3

3.jpg

გრაფიკი #4

4.jpg



ინგლისურის მიმართება სხვა მაჩვენებლებთან

კავკასიის ბარომეტრის მონაცემებიდან ჩანს, რა მიმართებაა ინგლისური ენის ცოდნასა და სხვა ცვლადებს შორის.

საქართველოს მოსახლეობაში ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია კომპიუტერულ უნარებთან (.522), ინტერნეტის მოხმარების სიხშირესთან (.503), ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან (.353), ჯანმრთელობის დონესთან (.333), ოჯახის ახლანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან (.234), საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილთან (.198) და ბედნიერების დონესთან (.185) (ცხრილი #1).

ცხრილი #1

ინგლისურის ცოდნის დონე
კორელაციის კოეფიციენტი მნ.
(2-მხრივი)
რაოდენობა
ჯანმრთელების დონე
.333** .000 2309
ბედნიერების დონე .185** .000 2310
განათლების სისტემაში გატარებული წლები .353** .000 2310
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი .198** .000 2310
კომპიუტერული უნარები .522** .000 2310
ინტერნეტის გამოყენების სიხშირე .503** .000 2299
ოჯახის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა .234** .000 2310
** = კორელაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 0.01 დონეზე (ორმხრივი)

შეინიშნება მიმართებები სხვა ინდიკატორებთანაც. მაგალითად, ინგლისურის დონის ზრდასთან ერთად იზრდება კომპიუტერის (გრაფიკი #5) და მობილური ინტერნეტის (გრაფიკი #6) ფლობის სიხშირე. 

გრაფიკი #5

5.png

გრაფიკი #6

ისინი, ვინც ფლობენ ინგლისურს, ყველაზე ხშირ ინტერნეტ-აქტივობად უფრო ხშირად ასახელებენ ინფორმაციის მოძიებას, ვიდრე ისინი, ვინც არ ფლობენ ინგლისურს (გრაფიკი #7). 

გრაფიკი #7

7.png

ინგლისურის მცოდნეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში (გრაფიკი #8) გაწევრიანებას, ვიდრე არმცოდნეები.

გრაფიკი #8

8.png

ინგლისურის ცოდნის დონეს კავშირი აქვს ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობასთანაც. აქაც, რაც უფრო მაღალია დონე, მით უფრო მეტია დასაქმებულთა წილი (გრაფიკი #9) და მით უფრო მეტ ოჯახს აქვს მაღალი გადახდისუნარიანობა (გრაფიკი #10). 

გრაფიკი #9

9.png

გრაფიკი #10

10.png

ასევე, ინგლისურის ცოდნასთან ერთად მატულობს ქველმოქმედებისთვის ფულის შეწირვა (გრაფიკი #11).

გრაფიკი #11

11.png

რაზე გვაძლევს წვდომას ინგლისურის ცოდნა?

ახლა განვიხილოთ, რისი გაგება, წაკითხვა ან მიღება შეგვიძლია, როცა ვიცით ინგლისური.

ინტერნეტის ნახევარზე მეტი, 54.4%, არის ინგლისურ ენაზე, რიგით მე-2 ენას 7%-იც კი არ აქვს (გრაფიკი #12). ამის ფონზე, ქართულად ინტერნეტის 0,02%-იც კი არ არის (გრაფიკი #13). რადგან საქართველოს მოსახლეობის 80% ფაქტობრივად არ ფლობს ინგლისურ ენას (გრაფიკი #1), საქართველოს მოსახლეობის 80%-ს აქვს პოტენციურად წვდომა ინტერნეტის მხოლოდ 0,02%-ზე. 

გრაფიკი #12

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English.png

გრაფიკი #13


სამეცნიერო ცოდნის დიდი ნაწილიც ინგლისურ ენაზეა. UNESCO-ს 2014 წლის მონაცემებით სამეცნიერო ნაშრომების 37,2% დაიწერა ქვეყნებში, სადაც ინგლისური სახელმწიფო ენაა (გრაფიკი #14). აქედან უმეტესობა (25,3%) იყო აშშ-დან (გრაფიკი #14). იმავე მონაცემებით, რიგით მე-2 ქვეყანაა ჩინეთი (სწორედ აქ დაიწერა კვლევების 20,2%). ცხადია, ის, თუ სად დაიწერა კვლევა, არაფერს გვეუბნება სტატიის ენაზე. როგორც 15-ე გრაფიკიდან ჩანს, ჩინეთში დაწერილი სტატიების ნახევარი ინგლისურ ენაზე შესრულდა. სხვა არაინგლისურენოვან ქვეყნებში ინგლისურ ენაზე უფრო მეტი სტატია იწერება, ვიდრე მშობლიურზე. 

გრაფიკი #14

გრაფიკი #15

პოტენციურად რამდენ ადამიანთან შეგვიძლია საუბარი, თუ ვფლობთ ინგლისურ ენას? 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან. ინგლისურ ენაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს (გრაფიკი #16). 

გრაფიკი #16

რამდენ ქვეყანაში გამოგადგება ინგლისური ენა? 124 ქვეყანაში (გრაფიკები #17 და #18). 

გრაფიკი #17

გრაფიკი #18

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (6).png



რა სარგებელი მოაქვს ინგლისურის ცოდნას ქვეყნისთვის?


ახლა ვნახოთ, ქვეყნის მასშტაბზე რა სარგებელთან კორელირდება მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნა  ორგანიზაციის Education First მიერ 88 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) ჩატარებული 2018 წლის კვლევის მიხედვით (www.ef.edu/epi/). 

რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითო ნამუშევარ საათში (გრაფიკი #19). სხვა ეკონომიკური ინდექსები, რომელთანაც ინგლისური ენის ცოდნა დადებით კორელაციაშია, ბიზნესის კეთების სიმარტივე (გრაფიკი #20) და საშუალო მთლიანი შემოსავალი (გრაფიკი #21). 


გრაფიკი #19

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (7).png

გრაფიკი #20

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (8).png

გრაფიკი #21

ქვეყნის ინგლისურის ცოდნის დონე დადებით კორელაციაშია ინოვაციის საკვანძო ინდიკატორებთან, როგორებიცაა კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები და მკვლევრებისა და სპეციალისტების რაოდენობა (გრაფიკი #22). 

გრაფიკი #22

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (10).png

ქვეყნის ინგლისური ენის ცოდნის დონე დაკავშირებულია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხთანაც. ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია ადამიანის განვითარების (გრაფიკი #23) და გენდერული თანასწორობის გლობალურ (გრაფიკი #24) ინდექსებთან. 

გრაფიკი #23

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (11).png

გრაფიკი #24

_ინგლისურ ენასთან დაკვშირებით სტატისტიკა _ DATA on English (12).png

ინტერნეტის საშუალო შეღწევადობა უფრო მაღალია ქვეყნებში, სადაც ინგლისური უკეთ იციან (გრაფიკი #25).

გრაფიკი #25

ეს და სხვა სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ: bit.ly/english_data

ინგლისურის სარგებელსა და გავლენაზე კიდევ მრავალი სტატისტიკის მოძებვნა თუ კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, თუმცა დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას:

რისი გაკეთება შეუძლია USAID-ს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდეს გარე დახმარება? ჩემი და Educare Georgia-ს  გუნდის პასუხი არის — ინგლისური ენის გავრცელება ქვეყანაში. 

როგორ შეუძლია USAID-ს ინგლისურის პოპულარიზაცია? აი, რამდენიმე შესაძლო მიმართულება:

  1. ინგლისური ენის მასწავლებლების მხარდაჭერა (მათი გადამზადება, რაოდენობის გაზრდა, ხელფასის გაზრდა, უცხოურ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ა.შ.). ვფიქრობ, რომ ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია, მოახდინოს მასშტაბური გარდატეხა მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნაში, არიან მასწავლებლები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. 

    1. პირველ რიგში, ამისთვის ბაზა უკვე არსებობს. ინგლისური ისწავლება სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

    2. სკოლის გარეთ განათლება ვერ გამოიწვევს მასშტაბურ ცვლილებებს. არაფორმალური ან ონლაინ განათლება, რეპეტიტორი, და ა.შ. მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი დამხმარე რესურსებია.

  2. ყველა საგნის მასწავლებლისთვის ინგლისური ენის სწავლება, ESP (English for specific purposes) ტიპის ტრენინგებით მასწავლებლების გადამზადება და შემდეგ იმავე პრინციპის EAP (English for academic purposes) მეთოდებით მოსწავლეების სწავლება. 

  3. ინგლისურის შესწავლის არაფორმალური გზების ხელშეწყობა: ლიტერატურული თუ თეატრალური წრეები, სასწავლო აპლიკაციები (მაგ., Duolingo) თუ სხვა. 

ქვეყნის გაძლიერებისთვის ინგლისური ენის დანერგვა და განათლების სისტემის გაუმჯობესება საკმარისი არ არის, თუმცა ინგლისური ენა კომენტარებში ნახსენებ სხვა სფეროებსაც წაადგება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარებას. წარმოდგინეთ ფერმერების ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრიც (სკოლის მოსწავლე) ფლობს ინგლისურს საკმარის დონეზე, რომ მოძებნოს ინტერნეტში და წაიკითხოს მისი ოჯახის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია ან წაიკითხოს USAID-ის მიერ მიწოდებული რესურსები პირდაპირ, ინგლისურ ენაზე. ამ გზით დაიზოგება თარგმნისთვის საჭირო თანხა და რესურსებიც უფრო სწრაფად გავრცელდება.
ინგლისური ენა ნებისმიერი სხვა სფეროს წაადგება ორი დაშვებიდან გამომდინარე. 

1. ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს რაღაც; 

2. რაც არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს, ინგლისურ ენაზე აუცილებლად არსებობს მისთვის პოტენციურად საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია. 

On the importance of teaching English

An open letter to the USAID/Georgia Mission Director Peter Wiebler

წერილის ქართული ვერსია იხილეთ აქ


Dear Mr. Wiebler,

A couple of days ago, you published a video on Facebook, asking the Georgian population for advice on the 5-year development strategy in Georgia. How do you help Georgia move closer to that day when it no longer requires foreign aid?

My immediate answer was spreading the English language in the Georgian communities - but I decided against posting a comment as this is a topic that requires careful consideration.

So instead I wrote this letter. It might sound odd to you, but most people do not appreciate the importance of learning the English language. I myself was lucky - my family provided private English tutors. At the university, I was able to read scientific literature in English. Speaking English helped with my general education, too. I often used to watch Ted talks. In 2012, I saw a talk from Sal Khan, the founder of Khan Academy. I became obsessed with the idea of having access to a resource like that in Georgia, too. So in 2015, we co-founded Educare Georgia and started localizing the platform. Since then, we’ve created 3000+ videos and translated 7 million words into Georgian and today we have more than 50,000 Georgian learners on Khan Academy each month. To make sure that the most vulnerable communities have access to our resources, we also created GiveInternet.org - a platform where anyone can sponsor monthly Internet fees and laptops for high school students in need. To this day, 350 students have been equipped with Internet access, devices and a range of resources and training.

I think of this as just one example of what we can do for ourselves (and our country) when we speak English. But unfortunately, most Georgians do not have that opportunity.

Let’s turn to numbers. I’d like to show you types of data:

  1. How do we know that there’s a lack of English proficiency in Georgia?

  2. What does learning English bring to individuals and to entire communities/countries?

English proficiency in Georgia

Based on the Caucasus Barometer 2017 data, 80% of Georgia’s population does not speak English (graph #1). According to user statistics from net.adjara.com, only 11-12% of users watch films and series in English (graph #2). 

graph #1

1.png

graph #2

2.png


A study by Education First from 2018 suggest that Georgia ranks as #45 out of 88 countries in terms of English proficiency (graphs #3 & #4). 


graph #3

3.png

graph #4

4.png

The association of English with other indicators 

Based on the Caucasus Barometer data-set, we calculated the magnitude of the correlation between English proficiency and other indicators. 

English proficiency positively correlates with computer skills (.522), the frequency of Internet use (.503), years spent in formal education (.353), health (.333), current financial state of the household (.234), the will to join the NATO (.198) and happiness (.185) (Table #1).

Table #1

English
Correlation Coefficient Sig. (2-tailed) N
Health
.333** .000 2309
How happy would you say you are? .185** .000 2310
What is the highest level of education you have achieved to date? .353** .000 2310
To what extent would you support country’s membership in NATO? .198** .000 2310
Ability in computer .522** .000 2310
How often do you use the Internet .503** .000 2299
Current economic situation of your household .234** .000 2310
** = the correlation is significant at the 0.01 level (2-tailed)

Those who speak English more frequently name ‘searching for information’ as their most frequent online activity than those who don’t speak English (graph #5).

graph #5

5.png

 

Those who speak English more frequently support Georgia’s membership in the EU than those who don’t (graph #6). 

graph #6

Speaking English also relates to the financial state of a community. The higher the English proficiency, the bigger the portion of those who are employed (graph #7) or spend larger amounts per month (graph #8). 

graph #7

7.png

graph #8

8.png

Those who speak better English also donate more often (graph #9).

graph #9

9.png

What do we gain access to when we speak English?

Now let’s talk about what we can research, read or gain once we speak English. 54.4% of websites are in English (graph #10). In Georgian, only 0.02% is accessible (graph #11). 

graph #10

10.png

graph #11

11.png

A large portion of scientific articles is also in English. Based on UNESCO’s 2014 study, 37,2% of scientific articles were written in countries where English is the official language (graph #12). 20,2% were written in China where half of the articles were written in English (graph #13). 

graph #12

12.png

graph #13

13.png

How many people can we potentially talk to in English? More than 1 billion. English is the most wide-spread language (as a first and second language) (graph #14).

graph #14

14.png

In how many countries can English come handy? 124 (graphs #15 & #16).

graph #15

15.png

graph #16

16.png

How does English proficiency relate to country-wide indicators?

Now let’s see how English proficiency correlates with country-wide indicators based on a 2018 study by Education First in 88 countries (including Georgia) - (www.ef.edu/epi/). 

English proficiency is positively correlated with productivity (work produced in an hour) (graph #17). It also positively correlates with the Ease of Doing Business Index (graph #18) and Average Gross Income (graph #19). 

graph #17

graph #18

18.png

graph #19

19.png

The English proficiency in a country positively correlates with key innovation indicators like R&D expenditures and the number of researchers (graph #20). 

graph #20

20.png

There’s also a positive correlation between English proficiency and the Human Development Index Scores (graph #21) and the Global Gender Gap Index (graph #22).

graph #21

graph #22

22.png

Internet penetration is higher in countries where more people speak English (graph #23).

graph #23

23.png

For more data, please visit bit.ly/english_data_v2

The list of statistics or future research on the benefits of increased English proficiency are endless. But let’s go back to your question:

How can USAID help Georgia come closer to a stage in which it no longer needs foreign aid? My team at Educare Georgia and I think that it’s by helping to spread of the English language.  

How? There are several ways in which this can be done:

  1. Support school teachers who teach English. (retraining, raising salaries, enhancing cooperation with foreign colleagues, etc.) I sincerely believe that the only entity that can bring meaningful positive change are the teachers. Here’s why:

    1. They’re already doing it: English is taught at all education levels and it’s obligatory for all school students. 

    2. Education outside school rarely leads to positive changes on a mass scale. Online education, tutoring, etc. are important but insufficient tools.

  2. Teaching English to teachers in all subjects through ESP (English for specific purposes) trainings and teaching students through EAP (English for academic purposes) trainings. 

  3. Supporting informal means of teaching English: book clubs, theater classes, online apps (like Duolingo), etc. 

Teaching and disseminating English and improving the education system are not enough for helping a country prosper - but they also contribute to the other fields mentioned in the comments section of your video. Picture, for example, a farmer, who has a child that can browse the Web in English, look for agriculture-related information or read resources provided by USAID and use that knowledge in everyday activities and production. This can save money on translations and accelerate the dissemination of information. 

Being able to speak English is helpful in any field for two reasons:

  1. Everyone is interested in something;

  2. Whatever they’re interested in, they can always find related or potentially interesting information in English online.

ორნიშნა რიცხვების სახელების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სასწავლო რესურსების გამოყენებით, მეორე კლასში

პრაქტიკის კვლევის საჭიროება გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა. მიუხედავად ძალისხმევისა, მაინც წარმოიშვა პრობლემა ორნიშნა რიცხვის სახელების სწავლებასა და ჩაწერაზე. გასათვალისწინებელია, ისიც რომ კლასები არ არის მცირერიცხოვანი, გაკვეთილი არის 40 წუთიანი, მოსწავლეებიც არიან მეორე კლასელები და აგრეთვე გასათვალისწინებელია მათი მზაობა. ამ ყველა გარემოებამ გამოიწვია ეს პრობლემა. ასაკიდან გამომდინარე მოსწავლეებს უჭირთ ყურადღების მობილიზება გაკვეთილზე, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება, დიდხანს ყურადღების კონცენტრირება ერთსა და იმავე საკითხზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ კვლევა განვახორციელოთ შემდეგ საკითხზე — „როგორ გავაუმჯობესოთ ორნიშნა რიცხვების შესწავლის ხარისხი მათემატიკაში, მეორე კლასში საგანმანათლებლო რესურსებით“. 

 „მათემატიკა მეცნიერებების დედოფალია“ – კარლ ფრიდრიხ გაუსი.

მათემატიკის სწავლება რიცხვებიდან იწყება, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ, რიცხვების სწორად ჩაწერასა და წარმოთქმას. ვინაიდან რიცხვების სწორად გააზრება და მათი მნიშვნელობების ათვისება საფუძველია მათემატიკის სწავლებისა. მოსწავლეებმა თუ ვერ აღიქვეს და გაიგეს,, ერთ და ორნიშნა რიცხვის შედგენილობა'', მისი მნიშვნელობა, შემდგომში ეს შეუქმნის უფრო დიდ პრობლემას დიდი რიცხვების სწავლებისას, მოეჩვენება რთულ საგნად, დაკარგავს მათემატიკისადმი ინტერესს. 

   მოკლედ, რომ შევაჯამოთ ქართული თვლის სისტემა ასეთია: ათის ზევით სახელები ათთან შედარების საფუძველზეა შერჩეული: თერთმეტი ანუ (ა)თ-ერთ-მეტი, ათზე ერთით მეტი; თორმეტი ანუ (ა)თ-ორ-მეტი ათზე ორით მეტი; 

ანუ შედარებით დიდი რიცხვების გამოხატვა მცირე რაოდენობების საშუალებით ხდება. ოც-ს ისევ ცალკე სახელი ჰქვია. ოცის ზევით ასამდე კი ასეთი პრინციპია – ეს რიცხვები ოც-ოცად დათვლის საფუძველზეა სახელდებული. მაგ., ორმოცდაშვიდი გვიჩვენებს რომ ეს რაოდენობა არის ორი ოცი და შვიდი. ასს ისევ ცალკე სახელი ჰქვია. ქართული თვლის სისტემა არსებითად განსხვავდება ევროპული ენების თვლის სისტემებისგან. ევროპულ ენებში თვლის სისტემა ათობითია, ხოლო ქართულში ასამდე რიცხვებისათვის ოცობითი. ეს ერთგვარ „წინააღმდეგობას“ ქმნის რიცხვების სწავლებისას. ქართველ ბავშვს როდესაც ესმის „ოთხმოცდახუთი“ ხშირად მოსდით შეცდომა და წერს ორმოცდახუთს , რადგან სიტყვაში პირველად ესმის „ოთხი“ ეს ერთგვარი „წინააღმდეგობაა“ ზუსტად ესაა პრობლემა სწავლების ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია ჩანაწერსა და სახელს შორის არსებითი სხვაობის კარგად გააზრება, რათა ბავშვმა სწორად გაიგოს თვლის სისტემის არსი და რაოდენობის ცნება. 

 აღნიშნულმა პრობლემამ გადაგვაწყვეტინა,რომ ვყოფილიყავით მკვლევარი მასწავლებლები და დაგვედგინა გამომწვევი მიზეზი, მოგვეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები სასწავლო რესურსების გამოყენებით. 

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს: 

  • რიცხვის შედგენილობის გაუაზრებლობა; 

  • მოსწავლეთა ასაკი და მზაობა; 

  • მშობელთა ჩართულობა; 

  • კითხვის უნარების დაბალი ხარისხი; 

  • ერთფეროვანი სასწავლო გარემო; 

  • სასწავლო რესურსების ნაკლებობა; 

  • სტერეოტიპული მიდგომა „მათემატიკა რთული საგანია

 მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად უმრავლესობამ აღნიშნა, რომ რესურსების გამოყენება აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, ჩართულობისათვის და დასახული მიზნის მიღწევისათვის. მიზნობრივად შერჩეული სასწავლო რესურსი ძალზედ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია. გამოკითხული მასწავლებლები ხშირად იყენებენ ისეთ დამხმარე რესურსებს როგორიცაა: თვალსაჩინოება, ლოტო, ფაზლები, ონლაინ თამაშები, ვიდეორგოლები. მიუხედავად კოლეგების დიდი მცდელობისა და სურვილისა მაინც არის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორიცაა: ინტერნეტი, რომელიც ძალიან დაბალი სიჩქარით მიეწოდება სკოლებს, რესურსების ნაკლებობა, ფინანსები, შეზღუდული დრო…

     თუმცა ყველა აღნიშნავს რომ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად შერჩეული რესურსები ყოველთვის დადებით შედეგს იძლევა. 

 კვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ ყველა ჩატარებული სამუშაოს და მონაცემთა ანალიზის გათვალისწინებით დავგეგმეთ შემდეგი ინტერვენციები:

  • რესურსი — „ოციდან ასამდე რიცხვების დასახელება და შედგენილობა“;

  • რიცხვის ბარათები;

  • ხანის აკადემია;

  • ასაწყობი ბარათები;

  • G-pried — ტესტი;

  •  მოსწავლეების მიერ შექმნილი მანიპულატივები;

  • მანიპულატივი — „კედელი, სვეტი, კუბი“;

  •  შუალედური ტესტი;

  • learningapps.org — ონლაინ რესურსი;

  • საბოლოო დიაგნოსტიკური ტესტი; 

 ორნიშნა რიცხვების ეფექტიანი სწავლება, მიზნობრივად გამოყენებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას გულისხმობს. სწავლის პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და განსაზღვრავს მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციის ამაღლებას, რომელსაც სწავლა- სწავლების ხარისხის ხელშეწყობა შეუძლია. 

კვლევაში გამოყენებულმა თვისებრივმა და რაოდენობრივმა მეთოდებმა, ინტერვენციების ანალიზმა, ნათლად დაგვანახა შემდეგი მიგნებები:

      კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ძირითადად უჭირთ ორნიშნა რიცხვები ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ რიცხვის ნამდვილ რაოდენობას. აქვთ ასაკთან შესაბამისი ცოდნის დაბალი მზაობა, რადგან თითოეული მოსწავლის სწავლებისა და აღქმის ტემპი ინდივიდუალურია.


      ორნიშნა რიცხვების ჩაწერისა და შედგენილობის სწავლება დაბალი მზაობის მოსწავლეებთანაც დაძლევადია. მხოლოდ საჭიროა გამოვიყენოთ შედეგზე ორიენტირებული რესურსი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს რიცხვის შედგენილობა და არა დაიზეპიროს გაუცნობიერებლად. 

ჩვენი რეკომდაციებია:

  • გამოვავლინოთ მოსწავლეთა მზაობა;

  • გავეცნოთ შესაბამის ლიტერატურას;

  • მიზნობრივი რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება;

  • დავგეგმოთ საჭიროებაზე მორგებული ინტერვენციები;

  • შუალედებში შევამოწმოთ მოსწავლეთა პროგრესი;

  • გაკვეთილი  იყოს გაჯერებული დაძლევადი, მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული რესურსებით;

  • რესურსი იყოს ადვილად აღსაქმელი და ვიზუალურად ლამაზი;

  • მრავალფეროვანი რესურსებითა და თამაშ-თამაშით მივაჩვიოთ ბავშვები სწავლას;

  • რესურსები იყოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 კვლევის მიზნიდან გამომდინარე სწორად დაგეგმილმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო და ყველა მოსწავლემ დაძლია ორნიშნა რიცხვის სწავლება. ჩვენი მოლოდინი იყო რომ საგანმანათლებლო რესურსების მიზნობრივად გამოყენება დაგვეხმარებოდა შედეგის მიღწევაში და დიაგნოსტირებისას ზუსტად გამოიკვეთა ყველა მოსწავლის ეფექტური სწავლების ხარისხი.

 ჩემი სამიზნე ჯგუფი დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებდნენ ყველა ტესტსა თუ დავალებას, რამაც შედეგი გამოიღო. მოსწონდათ სიახლეები და რესურსების გამოყენებით კმაყოფილები იყვნენ, უმაღლდებოდათ მოტივაცია, სწავლის სურვილი და მონდომება.

 განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემ მიერ შექმნილი რესურსი „ოციდან ასამდე რიცხვების დასახელება და შედგენილობა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიზუალურად ასევე სტრუქტურულად. სადაც ნათლად ჩანს რიცხვის შედგენილობა ოცობითი სისტემით და სახელის შედგენილობის გააზრება, რადგან არის სხვადასხვა ფერის, სადაც ჩანს რამდენი ოცი და ნარჩენია რიცხვის დასახელებაში. 

 კვლევის მსვლელობისას შექმნილმა რესურსებმა გაალამაზა კლასის გარემო, გაამრავალფეროვნა რესურსების გამოყენების არეალი, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში.

გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი ka.khanacademy.org-ზე შემექმნა კლასი და აქტიურად გამომეყენებინა აღნიშნული ვებ-გვერდი. მართლაც გაამართლა ჩემი მოლოდინები, აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები და მათი მშობლები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ შეწყვიტეს მუშაობა. დავინტერესდი მიზეზით და აღმოჩნდა რომ არის ისეთ რიცხვებზე მოქმედება მაგ. როგორიცა 100-ზე მეტი რიცხვები, რაც მათ ჯერ კიდევ არ უსწავლიათ და ასევე ამოცანებში გამოყენებულია უცხო სახელები და უჭირთ გააზრება, ადეკვატურად აღქმა. ამიტომ, შევწყვიტეთ გამოყენება და სამომავლოდ, მე-3 კლასში, აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებთ.

 საბოლოო სადიაგნოსტიკო ტესტმა დამანახა, ის რომ ჩვენს კვლევას და დაგეგმილ ინტერვენციებს უკვალოდ არ ჩაუვლია და გამოვლინდა პროგრესი. დავრწმუნდი, იმაში რომ დაუძლეველი არაფერია. შესაძლოა დაბალი მზაობის მოსწავლეც გახდეს ერთ-ერთი წარმატებული და დაძლეულ იქნეს კლასში წარმოქმნილი ყველა პრობლემა. თუ დავსვამთ სწორ „დიაგნოზს“, დავგეგმავთ საჭიროებაზე მორგებულ ინტერვენციებს, გამოვიყენებთ მიზნიდან გამომდინარე მრავალფეროვან რესურსებს, შედეგიც იქნება ეფექტური.

 

ციალა ბუჯიაშვილი 

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://bit.ly/bujiashvili-action-research-2018

პრაქტიკის კვლევის და ხანის აკადემიის პროექტი

2018-19 სასწავლო წელს პრაქტიკის კვლევისა და ხანის აკადემიის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების სტატიები.

  • ანა გულბათაშვილი; #208 სკოლა, თბილისი; „როგორ დავძლიოთ მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების სირთულეები ისტ-ის გამოყენებით“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/2019/6/26/gulbatashvili-action-research-report

  • დიანა წულუკიძე; ახალშენის სკოლა, წალკა; „ისტ-ის გამოყენების გავლენა საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/tsulukidze-action-research-report

  • თამარ ბლიაძე; დაბა ახალდაბის სკოლა, ბორჯომი; „მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/bliadze-action-research-report

  • ნანა სვანიძე; UG სკოლა, თბილისი; „ისტ-ის გამოყენება მათემატიკის სწავლებისას და მათი ზეგავლენა სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/svanidze-action-research-report

  • ნინო ზურაბიშვილი; დაბა სიონის საჯარო სკოლა, თიანეთი; „მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/zurabishvili-action-research-report

  • ინგა თოდუა; ახალშენის სკოლა, წალკა; „როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/todua-action-research-report

  • რუსუდან გორგაძე; #167 საჯარო, თბილისი; „მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და მათი გაუმჯობესების გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/gorgadze-action-research-report

  • ქეთევან მიშველაძე; #159 სკოლა, თბილისი; „საშინაო დავალების შეუსრულებლობის პრობლემა მათემატიკაში მეშვიდე კლასში და მისი გადაჭრის გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/2019/6/15/mishveladze-action-research-report

  • ციალა ბუჯიაშვილი; #10 სკოლა, გორი; „ორნიშნა რიცხვების სახელების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სასწავლო რესურსების გამოყენებით, მეორე კლასში“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/bujiashvili-action-research-report

პროექტისა და ტრენინგის სახელმძვანელო შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/action-research-guideline

მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და მათი გაუმჯობესების გზები

XXI  საუკუნეში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, მასწავლებლების წინაშე ბევრი სიახლეები და სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ XXI საუკუნის კომპეტენციები სწავლა-სწავლების პროცესში საჭიროა ცვლილებების შეტანა, ამიტომაც აუცილებელი ხდება ინოვაციური სწავლების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

კომპიუტერის გამოყენება  თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. მასწავლებელიც მუდმივად უნდა ცდილობდეს ამ უნარის განვითარებას. ამის გამო, წლებია ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დარეგისტრირებული ვარ education.microsoft.com-ზე და ვუყურებ იმ ვიდეო-გაკვეთილებს, რომლებშიც აღწერილია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება. შემდეგ ამ გამოცდილებას ვნერგავ ჩემს მოსწავლეებთან. უკვე ზედიზედ ორჯერ მომანიჭა microsoft-მა ექსპერტ-ინოვატორის წოდება. ასევე, ჩართული ვარ eTwinning-ის პროექტებში. ამჟამად, ვეცნობი ხანის აკადემიის გამოყენების და დანერგვის გზებს და პარალელურად ვნერგავ ჩემ საკლასო ოთახშიც. 

 კვლევის საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩემი კოლეგები ხშირად მომმართავდნენ ტექნოლოგიების გამოყენების დროს დასახმარებლად. მეც აქტიურად ვეხმარებოდი, მაგრამ დავინტერესდი იმით, თუ რატომ იჩენდნენ ნაკლებ ინტერესს ციფრული კომპეტენციების ასამაღლებლად და რა სირთულეებს აწყდებოდნენ მისი გამოყენების დროს.

 იმისათვის, რომ სკოლამ ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს თავისი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, ძირფესვიანად უნდა იცნობდეს მათ საჭიროებებს. შესაბამისად, საკითხის აქტუალობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა გამოკვეთილიყო პედაგოგთა ის საჭიროებები, რასაც ჩვენში არსებული რესურსით დავაკმაყოფილებდით. 

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე და გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები და ჩამოვაყალიბე 

 ვთვლი, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • არასაკმარისი აღჭურვილობა;

  • ციფრული აღჭურვილობის გაუმართაობა;

  • კომპიუტერული პროგრამების არცოდნა ან ისტ-ის იშვიათი გამოყენება;

  • შებოჭილობის განცდა ტექნოლოგიების გამოყენების დროს.

  • დროის უკმარისობა.

აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა:

რა არის მასწავლებელთათვის ტექნოლოგიების გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები და როგორ გავაუმჯობესოთ მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში?

 მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, მეორადი მონაცემები, ინტერვიუები, დაკვირვება და კითხვარები.

 წარმოგიდგენთ კითხვარის ერთ-ერთი კითხვის დიაგრამას, სადაც ნათლად ჩანს მასწავლებელთა დამოკიდებულება ხელისშემშლელ ფაქტორებთან.

unnamed.png

მოკლედ, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო პედაგოგთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და ინტერვენციების შემუშავება მათი გაუმჯობესების გზებისთვის. 

ამიტომაც, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:

  •  სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან;

  •  დამხმარე ვიდეო გაკვეთილების გაზიარება;

  • ინდივიდუალური კონსულტაციები.

 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისათვის. 

რუსუდან გორგაძე

კვლევის კოლეგებისთვის გაზიარების რეფლექსია

https://kvlevisangarishi167.blogspot.com/2019/06/blog-post_27.html

ისტ-ის გამოყენების გავლენა საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე

კვლევა ჩავატარე სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის ს. ახალშენის საჯარო სკოლის პირველ კლასში. რეგიონის სკოლები, მით უფრო აღნიშნული სკოლა, არის მცირეკონტიგენტიანი და კვლევის ჩატარებისას მომიწია სპეციფიური მუშაობა, ვინაიდან კლასში მხოლოდ 4 მოსწავლეა.

მოგეხსენებათ, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად ყურადსაღებია ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი გავლენების  გათვალისწინება მოზარდის ცხოვრებაში. მასწავლებლებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ ამ საქმეში, მით უფრო რომ აღნიშნული სკოლებში შემოვიდა, როგორც სასწავლო საგანი. შესაბამისად, ისტ-ი გამოვიყენე კვლევის დროს, როგორც მოტივაციის გაზრდის საგანი.

დაწყებით კლასებში განსაკუთრებით დიდ სირთულეს ვაწყდებით დამოუკიდებლად მუშაობის და საშინაო დავალების შესრულებისას. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევამჩნიე მოტივაციის კლება, მათ არ მოსწონდათ წერითი დავალებების შესრულება. ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მქონდა ინტერვიუ მშობლებთანაც. მშობლებიც ადასტურებდნენ,  რომ დავალების წერისას ბავშვები დიდი მონდომებას არ გამოთქვამდნენ. ამასთანავე დაწერილ დავალებებს აკლდებოდა ხარისხი.

პრობლემის აღმოჩენის დროს გადავწყვიტე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, სწავლების პროცესში ჩამერთო ისტ-ი.

შევიმუშავე ინტერვენციები:

  • word-ის ფაილში დავალებების შესრულება, 

  • ხანის აკადემია, 

  • learningapps.org.

უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული და განსხვავებული იყო, ხანის აკადემიაზე მუშაობა. მუშაობისას ბევრი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად,  მოსწავლეები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ დავალებებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანის აკადემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია სასწავლო პროცესში და იმედი მაქვს მისი გამოყენება უფრო გააქტიურდება სკოლებში.

აღნიშნულმა ინტერვენციებმა თავისი შედეგი გამოიღო. მოსწავლეთა მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა და ამასთანავე გამოსწორდა დავალებების შესრულების ხარისხი.

კვლევის  შედეგის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ ისტ-ის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დავალების ხარისხს.

კვლევის დასრულების შემდეგ, გავუზიარე კვლევა თანამშრომლებს და რამდენიმესგან მივიღე რეკომენდაცია, გამომეყენებინა ინტერნეტ თამაშებიც. ვფიქრობ საინტერესეო იქნება აღნიშნულის გამოყენებაც და სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. 


დიანა წულუკიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/tsulukidze-action-research-report-2018

როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში

ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს
— Educare Georgia

ჩემი სკოლა, სადაც კვლევა ჩავატარე არის მაღალმთიან რეგიონში, სადაც ძირითადად ასწავლიან მოწვეული პედაგოგები, მეც პროგრამით მომიწია ამ სკოლის IX კლასში მუშაობა. სასწავლო წლის დასაწყისშივე შევნიშნე, რომ მოსწავლეებისათვის მათემატიკის გაკვეთილი იყო მოსაწყენი, ელოდნენ გაკვეთილის სწრაფად დასრულებას. გადავწყვიტე დავკვირვებოდი მათი სწავლის პროცესს, ჩართულობას, აქტიურობას, გავცნობოდი მათი ინტერესის სფეროს. ვთანამშრომლობდი სხვა საგნის პედაგოგებთან, კლასის დამრიგებელთან. განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი დაწყებითის მასწავლებელთან ურთიერთობა. დავგეგმე ექსკურსია, რათა უკეთ გამეცნო მათი შესაძლებლობები, უნარები. ვაანალიზებდი შედეგებს, ვაკეთებდი შეფასებას.

დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა – მოსწავლეებში მათემატიკისადმი მოტივაციის ნაკლებობა. 

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და შევძელი მიზეზების ჩამოყალიბება. ვთვლი, რომ ეს მიზეზებია:

  • მასწავლებელთა ხშირი ცვლილება

  • სწავლების მეთოდების ერთფეროვნება

  • მოსწავლეთა შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა

  • რესურსების ნაკლებობა

  • ისტ-ის გამოყენების ნაკლებობა

  • დიდი მოცულობის საშინაო დავალება

ამ მიზეზების გათვალისწინებით ჩავთვალე, რომ პრობლემას მოვაგვარებდი თუ ისტ-ის რესურსებს გამოვიყენებდი, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე საშინაო დავალების შესრულებისას და კვლევის თემაც შესაბამისად განვსაზღვრე – „როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში“.

მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დავგეგმე ინტერვენციები: 

  • ხანის აკადემია 

  • geogebra kahoot

  • learningapps

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ხანის აკადემია“. ხანის აკადემია გამოვიყენე, როგორც საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის ახსნისას, ასევე საშინაო დავალების შესასრულებლად. შევქმენით კლასი ხანის აკადემიაში.ფეისბუკის ჩატში ვუგზავნი მოსწავლეებს შეტყობინებას გაგზავნილი დავალების შესახებ. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩამერთო და სიამოვნებით ელოდებიან დავალებებს. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. განსაკუთრებით მომწონს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა, რადგან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სახლში ნახონ გაკვეთილი, იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა მათთვის. მისი დადებითი მხარე არის არა მარტო ის, რომ მოსწავლეს აქვს საშუალება ვიდეო გაკვეთილებს უყუროს შინ, არამედ ისიც, რომ არის სავარჯიშო პლატფორმა, რომელიც თვითონ საზღვრავს რა დონეზეა მოსწავლე, იქედან გამომდინარე ეხმარება მას განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მასწავლებელს შეუძლია ნახოს მთელი კლასი ერთ სივრცეში, თვალყური ადევნოს მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეაფასოს თითოეული მოსწავლე იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში აქვს პრობლემა, რათა ინდივიდუალურად დაეხმაროს მას. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. ხანის აკადემიის საშუალებით შევძელი მოსწავლეების დაინტერესება. 

პოლია (ინგა) თოდუა

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/todua-action-research-report-2018

ისტ-ის გამოყენება მათემატიკის სწავლებისას და მათი ზეგავლენა სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე

თანამედროვე საზოგადოების და ტექნოლოგიების საკმაოდ სწრაფი ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას. ამიტომ მათემატიკის მასწავლებლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც ავითარებს ინდივიდუალური სწავლის შესაძლებლობას. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თვითრეგულირებადი სწავლის სიკეთეებზე. ამ უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება.

მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: „არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!“ – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას. მოსწავლემ უნდა ისწავლოს მიზნის დასახვა და თვითდაკვირვება. ყოველივე ამაში ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სამი ძირითადი მიზეზის გამო:

  1. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს კომპიუტერის გამოყენებით. მოსწავლეების დიდ უმრავლესობას მათემატიკის დავალების კომპიუტერით შესრულება ურჩევნია (იხილე გრაფიკი #1).

  2. სანდო და შესაფერისი რესურსი საშუალებას იძლევა ყველა შეცდომა მომენტალურად დააფიქსიროს, მისცეს მითითებები და ხარაჩოს პრინციპით მიიყვანოს მოსწავლე სწორ პასუხამდე. 

  3. მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ დროს, მოსახერხებელ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და კომპიუტერი ან ტელეფონი.

გრაფიკი #1

გრაფიკი #1

მოსწავლეებთან მუშაობის დროს გამოვიყენე „ხანის აკადემია“, რომელიც დამეხმარა თითოეული მოსწავლის მუშაობის ტემპის და დაშვებული ყველა შეცდომის გათვალისწინებით ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვაში და შედეგების გაუმჯობესებაში. ამ თემაზე მშობლების ფოკუს ჯგუფთან შეხვედრაზე შემდეგი პრობლემური საკითხები დაისვა მშობლების მხრიდან:

  1. ხშირად ზუსტად არ ვიცი, თუ როგორ დავეხმარო შვილებს; 

  2. წიგნში ადვილი დავალებებია და საშაბათე სკოლაში დამყავს; 

  3. რეპეტიტორი მოვუყვანე, რადგანაც უჭირს; 

  4. დავალება არ წერია ელექტრონულ ჟურნალში და ამიტომ ვერ ასრულებს და სხვა.

ისტ-ის გამოყენებამ მათემატიკის დავალებების შესრულებისას წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად აჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდმა უმრავლესობამ მიიღო ინდივიდუალური მითითებები, დაიწყო საკუთარი გეგმის შემუშავება და საკუთარ საჭიროებაზე დაკვირვებით მისთვის საინტერესო და საჭირო დავალებების დამოუკიდებლად შერჩევა და შესრულება.

ხანის აკადემიის გამოყენება არაჩვეულებრივია კიდევ იმით, რომ მოსწავლეს შესრულებულ სამუშაოში აძლევს შეფასებას „ჯერ არა“-ს, რაც მოსწავლეს უსახავს იმედს და აგრძნობინებს, რომ ის სწავლის, წინსვლის მრუდზე რჩება, უკეთესი მომავლისკენ გზაზე ისევ დგას, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწია შედეგის გაუმჯობესებას, ან დახელოვნებას. ზოგიერთ მოსწავლეს გასაოცრად დადებითი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ცოტათი რთული ან სხვაგვარად ფორმულირებული ამოცანები შეხვდა, მათ თქვეს: „მე მიყვარს გამოწვევები“ მათ ზრდის მენტალიტეტი ჰქონდათ. მაგრამ სხვა მოსწავლეებმა ტრაგიკულად აღიქვეს ეს ყველაფერი. მათი, შედარებით „ფიქსირებული მენტალიტეტის“ გადმოსახედიდან, მათ ინტელექტს გამოცდა მოუწყეს და თავი ვერ გაართვეს. „ჯერ“-ის ძალით ტკბობის მაგივრად, ისინი „ახლა“-ს ტირანიაში ჩაეფლენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: „ჯერ“, ან „ჯერ არა“, აძლევენ ბავშვებს თავდაჯერებულობას, უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას, ამბობს TED პლატფორმაზე თავის მოკლე გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი. ჩვენ, მათემატიკის მასწავლებლებს, ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. საიტის მომხმარებლები ფასდებიან კიდევ ერთი საინტერესო შეფასების სისტემით, ისინი იღებენ ეგრეთწოდებულ „ბეჯებს“ მაგალითად: შეუპოვარი

მოტივაციის ამაღლების მიზნით გავაკეთეთ განცხადებების დაფა, რათა ავღნიშნო მათი პროგრესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობისთვის მაგალითად: დასრულებული დავალებები, ნანახი ვიდეოები, მუშაობისთვის დახარჯული დრო, დახელოვნებული უნარები და მიღებული ბეჯები. გამარჯვებულები მთელი კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, მხოლოდ სხვადასხვა ნომინაციაში. მათ, ჯერ არასრულად, მაგრამ მეტნაკლებად თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მეშვიდეკლასელებს აინტერესებდათ და იგებდნენ კიდეც, იმ დღევანდელი, საკუთარ რეიტინგს საერთო საკლასო შედეგების ფონზე. საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება, შესანიშნავი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ვუბიძგოთ მოსწავლეებს ყოველთვის ბეჯითად ისწავლონ.

ხანის აკადემიის საიტს ვიყენებდი ასევე კვირის დავალებების მისაცემად. დაკვირვებამ მაჩვენა, რომ თავდაპირველად დროის არასწორად განაწილების გამო ბევრი მოსწავლე ბოლო საღამოს, ძალიან გვიან და არასრულად ასრულებდა დავალებას, მაგრამ თანდათან მოსწავლეების ნაწილმა გააუმჯობესა სამუშაოს განაწილების და დაგეგმვის უნარები. მომდევნო დიაგრამა აჩვენებს კონკრეტული დავალების შესრულებას. კერძოდ რამდენმა მოსწავლემ შეასრულა დავალება მაგალითად ფართობის გამოთვლაზე. ჩანს, რომ 18-დან მხოლოდ 13-მა.

unnamed+%282%29.jpg

მაშინ, როდესაც წინა, უცნობი გვერდის პოვნის, დავალება მხოლოდ 9 მოსწავლეს ჰქონდა შესრულებული.

unnamed+%282%29.jpg

გარდა მითითებული ქართულენოვანი რესურსისა ვიყენებდი ინგლისურენოვან საიტსაც. კვლევის ფარგლებში IXL.COM საიტს მხოლოდ გეომეტრიის თემის შესწავლისას ვაკვირდებოდი. მოსწავლეთა ნამუშევრები გროვდებოდა საიტზე, მათ ჰქონდათ ინდივიდუალური პაროლები და მომხმარებლის სახელები, საიტის ჯამურ ინფორმაციაში ყველა ჩემი მოსწავლე ერთად არის მოხსენიებული როგორც ნანა სვანიძის კლასი. ამიტომ საიტიდან ავტომატურ რეჟიმში მიღებულ ანგარიშებში და სერტიფიკატებში მითითებული შედეგი ჩემი ყველა დარეგისტრირებული მოსწავლის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. სადაც ჩანს, რომ ჩემი კლასის 30-მა მოსწავლემ სულ 27 საათი იმუშავა (ჯამურად) 80 თემაში მიიღეს დახელოვნების შეფასება და 90 თემაში ჰქონდათ წინსვლა კვირის განმავლობაში

სასწავლო პროცესში მოსწავლეებს გაცილებით მეტი უნარების განვითარების და გამოყენების საშუალება მიეცათ. ისინი ასრულებდნენ ინდივიდუალურ მრავალფეროვან დავალებებს, აკვირდებოდნენ საკუთარ შედეგებსა და წინსვლას, გეგმავდნენ დავალების შესრულების გზებს, ეძიებდნენ ინფორმაციებს ვიდეოებისა და სტატიის სახით, ახდენდნენ სხვა საგნებში ნასწავლის გამოყენებას.

svanidze.jpg

ჩემს მიერ ინიცირებული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა არსებული ტრადიციული რესურსების ჩანაცვლება და ავტომატური შეფასების გზით ნაწილობრივ თვისობრივი შეცვლაც. მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, გასაგები და დაძლევადი გახდა. მრავალფეროვანმა რესურსებმა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მეტი საშუალება მომცა. მე შევძელი მათთვის დიფერენცირებული დავალებების შერჩევა და შეთავაზება. მოსწავლეთა ძირითადმა ნაწილმა შეძლო თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარება. თუმცა რამდენიმე მოსწავლე არ ჩაერთო ამ ტიპის მუშაობაში. საჭიროა გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვა, შეთავაზებული სასწავლო ამოცანების ისე შეცვლა, რომ ყველა მოსწავლის ჩართულობა გაიზარდოს და შემდეგში შევძლო გაკვეთილის არამარტო მოდიფიკაცია, არამედ ტრანსფორმაციაც. 

ვფიქრობ, რომ კვლევის შედეგების/დასკვნების გათვალისწინებით შემიძლია ვურჩიო კოლეგებს, რომ ბავშვებისთვის სასიამოვნოა იმგვარი დავალებების შესრულება, სადაც მათ საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებზე და ამიტომ მისცენ მათ ამის საშუალება. თუმცა დასაწყისისთვის საჭიროა მხარდაჭერითა და განმავითარებელი კომენტარით შესაბამისი უნარ-ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ყოველივე ამის მიღწევისათვის მნიშვნელოვანი მეთოდებია: „კვირეული დავალებები“ და „შებრუნებული საკლასო ოთახი“.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის წუთები როცა ვხედავდი, რომ ჩემი მოსწავლეები შემეცნებითი პროცესით იღებენ სიამოვნებას. 




ნანა სვანიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/svanidze-action-research-report-2018

მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე

შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მოითხოვს სწავლა/სწავლების ძირითადი პრინციპების დაცვას, რომელთაგან ერთ-ერთი მოტივაციის ამაღლებაა. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პედაგოგისთვის. 

მე-6 კლასში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს მათემატიკის სწავლისადმი მოტივაცია არ აქვთ. მოსწავლეები იმიზეზებენ, რომ მათემატიკა არ აინტერესებთ, მოსაწყენია, მოსწავლეებს ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ძირითადად დავალება შეცდომებით და ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, რაც ხელს უშლის გაკვეთილზე ახალი საკითხის საფუძვლიანად შესწავლას. აკადემიური მოსწრება გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაუარესდა.

კვლევის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა მეთოდებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები(ინტერვენციამდე):

  • საშინაო დავალებას არ ახლავს წერილობითი განმავითარებელი შეფასება, რის გამოც უჭირთ მშობლებს დავალების გაკონტროლება და შესაბამისად მოსწავლეები საშინაო დავალებას ნაწილობრივ და უხარისხოდ ასრულებენ, რაც აისახება მათ აკადემიურ შედეგებზე.

  • მოსწავლეებს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები მოსწონთ. 

unnamed (1).png

 მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად, შევარჩიე რამდენიმე ინტერვენცია: 

  1. ვიდეო მოტივაციაზე „ყველაფრის სწავლა შეგიძლია“; 

  2. წერილობითი უკუკავშირი საშინაო დავალების რვეულებში; 

  3. learningapps.org საიტის რესურსები.

  4. აქტივობა: ,,იპოვე შეცდომა“;

  5. ხანის აკადემიის გამოყენება სასწავლო პროცესში. 



 ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების საშუალებით მოხდა არსებული აქტივობების ჩანაცვლება და მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. ონლაინ რესურსებმა მოსწავლეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. მისი გამოყენებით, მოსწავლეები განმავითარებელ შეფასებას იღებდნენ თამაშის ელემენტებით, სწავლობდნენ შეცდომებზე, მეტი ინტერესით უდგებოდნენ მათემატიკის შესწავლას. 

 კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან: ყველა მოსწავლეს სახლში არ ჰქონდათ მუდმივი ინტერნეტის საშუალება. ეს გარკვეულ უთანასწორობას იწვევდა მოსწავლეებში სწავლის თვალსაზრისით ხანის აკადემიაში. ამ მიზეზით ვერ განვახორციელე „შებრუნებული ოთახის“ მეთოდი უკეთესი შედეგების მისაღწევად. ვერ შევძელი მათ საშინაო დავალებებში სიახლის შეტანა (ონლაინ რესურსები ვერ გამოვიყენე) ასევე, კარგი იქნებოდა მშობლები დამერეგისტრირებინა ხანის აკადემიაზე, მშობლის სტატუსით, რითაც გაიზრდებოდა მათი ჩართულობა. ისინი დეტალურად გაეცნობოდნენ თავიანთი შვილების შედეგებს. იმედია შემდეგში გამოსწორებადი იქნება აღნიშნული მიზეზები.

ჩატარებულმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ საშუალება მომცა ჩამომეყალიბებინა შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრა, მუდმივი ძიება და განხორციელება იმ აქტივობებისა,რომელიც მოსწავლეებში მოტივაციას აამაღლებს. 

  • მასწავლებელმა მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს მოსწავლეს.მაგალითად, ყოველდღიური საკლასო აქტივობა: „ამოხსენი ამოცანა“, შეიცვალოს ასეთი აქტივობით: „ამოხსნილ ამოცანაში იპოვე შეცდომა“. (მოსწავლე არის საქმის წარმმართველი).

  • მასწავლებელმა დეტალურად შეასწოროს მოსწავლის საშინაო დავალება და მისცეს წერილობითი უკუკავშირი, რათა მშობელმა შეძლოს შესრულებული დავალების ხარისხის გაკონტროლება.

  • მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე, რათა საინტერესოდ, შედეგიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.



 ნინო ზურაბიშვილი

 29 ივნისი, 2019 წელი

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/zurabishvili-action-research-report-2018

მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სკოლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ამ უნარების განვითერება უნდა წარმოადგენდეს. იმისათვის რომ, მოსწავლეებმა გაიაზრონ მათემატიკის სწავლის საჭიროება, დაეუფლონ საგანს საფუძვლიანად და შეძლონ მისი ცხოვრებაში გამოყენება, საჭიროა სწავლის პროცესში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გადაჭრა სხვადასხვა აქტივობებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მეხუთე კლასში ჩამეტარებინა კვლევა. მონაცემთა ანალიზით გამოიკვეთა დამოუკიდებლად მუშაობის დროს გარკვეული პრობლემები. მოსწავლეებს ჰქონდათ შეცდომების დაშვების შიში და განცდა, რაც გამოწვეული იყო დაბალი თვითშეფასებით. არასათანადო მეთოდიკით სწავლების გამო უჭირდათ პირობების გაგება-გააზრება. გაცდენების გამო, გამოტოვებული თემები იწვევდა ჩავარდნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიე სათანადო გარემოს შექმნა და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება. განხილული ლიტერატურის, კვლევის ამოცანებისა და მიზნების დადგენის გათვალისწინებით დავგეგმე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: 

  1. ხანაკადემიის გამოყენება სწავლის პროცესში;

  2. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოების გამოყენება; 

  3. მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტები; 

  4. მშობელთა ჩართულობა;

  5. ტექსტური ამოცანების განხილვა; 

  6. დამოუკიდებლად მუშაობის რუბრიკის შექმნა; 

  7. გასასვლელი ბილეთების გამოყენება.

 სასწავლო პროცესში ყველაზე ეფექტური ხანაკადემიის გამოყენება აღმოჩნდა. მოსწავლეთა უმრავლესობა საიტს იყენებს სწავლისთვის და ვარჯიშისთვის. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ხანაკადემიის აქტივობების მიმართ. კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ინტერნეტ სივრცის გამოყენება. ხანაკადემიის გამოყენებით შეიძინეს ციფრული კომპეტენციის უნარები. რამდენიმე მოსწავლე გასცდა მეხუთე კლასის პროგრამას და გადავიდა უფრო მაღალ დონეზე, რამაც დანარჩენებსაც გაუჩინა მოტივაცია, ეს მოსწავლეები ეხმარებიან კლასელებს. მიღებულმა შექებამ, ენერგოქულება და ბეჯებმა აუმაღლათ დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის მოტივაცია. გამოკითხვის დროს ყველაზე სახალისო აქტივობად მოსწავლეებმა მიიჩნიეს ხანაკადემიის ონლაინ სავარჯიშოები.

bliadze.png

ჩემი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკის სწავლაში ჰქონოდათ პროგრესი, რასაც მივაღწიეთ კიდეც. აქტიურად ვიყენებდი G-PriEd-ის რესურსებს. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოებზე, მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტებზე, ტექსტური ამოცანების განხილვაზე მუშაობამ და გასასვლელი ბარათების გამოყენებამ მოსწავლეებს შესძინათ გაგება-გააზრების, მონაცემების ამოკრების, დახარისხების, პრობლემის გამოკვეთა/გადაჭრის უნარები. მოსწავლეებს აუმაღლდათ მათემატიკის ცოდნა და საკუთარი პროგრესის დანახვით გაეზარდათ თვითშეფასება. გაუჩნდათ მოტივაცია და რაც ყველაზე მთავარია შეიძინეს დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაბის უნარები. შეფასების რუბრიკების ერთობლივმა შექმნამ და გამოყენებამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა მუშაობის სწორი ფორმა. ზუსტად და კონკრეტულად იაზრებენ მიცემულ ინსტრუქციას, პირობის გათვალისწინებით ასრულებენ სამუშაოს. ხვდებიან რატომ მიიღეს ესა თუ ის ქულა, ისწავლეს დროის სწორად გამოყენება, ყოველივე ეს ეხმარებათ საშინაო დავალების და შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებაში. კვლევის პროცესში მივხდი ბავშვებს როგორი ტიპის აქტივობები მოსწონთ უფრო მეტად. მიღებულ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და შესაბამისად, სასწავლო პოცესს დავგეგმავ უფრო მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით. 

პედაგოგიური კვლევის წარმართვისას გადავაწყდი გარკვეულ სიძნელეებს. პროცესი აღმოჩნდა საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ უამრავმა წაკითხულმა და განხილულმა ლიტერატურამ შემმატა პროფესიული ცოდნა. პრაქტიკაში დანერგილმა ინტერვენციების განხორციელებამ მომცა გამოცდილება, ხოლო მოსწავლეთა შედეგმა მომანიჭა დიდი სიამოვნება. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ხანაკადემიაზე შინ ვარჯიში, ზოგი მოსწავლე ვერ ახერხებდა მუშაობას სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი ინტერნეტის არ ქონას ასახელებდა, ზოგი ტექნიკის გაფუჭებას ან არქონას. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კვირაში ორი დღე გაკვეთილზე მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებდი ვიდეოებს, შემდეგ ვაკეთებდით თემის შესაბამის სავარჯიშოებს. მოსწავლეები პასუხებზე მსჯელობდნენ როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, ამის გამო ვერ მოვახერხე გამერკვია ვინ იყო ხანაკადემიის ყველაზე აქტური მომხმარებელი. 

პრაქტიკის კვლევის დროს შეძენილ გამოცდილებაზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია. უწყვეტად უნდა ხდებოდეს:

  •  მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;

  • მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სწავლება;

  • სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების და მზაობის გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება;

  • მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობა;

  • სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა სკოლასა და სახლში (იგულისხმება მრავალფეროვანი რესურსები, ისტ ტექნოლოგიები და „შერეული მეთოდით“ სწავლება);

  • შეფასების რუბრიკების ერთობლივი შემუშავება მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ, რომლებიც შედგენილი იქნება ბავშვისათვის გასაგებ ენაზე და გამოიყენება რეგულარულად.

შემუშავებული რეკომენდაციები და გამოყენებული ინტერვენციები სხვა პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ სწავლების პროცესში, არამარტო მათემატიკაში არამედ სხვა საგნებშიც. ჩატარებული კვლევა საშუალებას იძლევა გავაკეთო დასკვნა იმაზე, რომ კვლევის ეს მეთოდი დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემების სათანადოდ მოგვარების საშუალებას იძლევა.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ბმული:  http://bit.ly/bliadze-action-research-2018 


თამარ ბლიაძე

27/06/2019



როგორ დავძლიოთ მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების სირთულეები ისტ-ის გამოყენებით

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ კვლევისას განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს, ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, ასევე კვლევაზე მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემებს. 

მე-5 კლასში გადმოსული მოსწავლეები განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან სწავლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ შეცვლილი სასწავლო გარემოთი (ბევრი ახალი მასწავლებელი), მეორე მხრივ, გადატვირთული საგაკვეთილო ბადით, გართულებული პროგრამით. სირთულეები ჩნდება მათემატიკის სწავლის დროსაც. თითქმის ყოველ გაკვეთილზე მიწოდებულ ახალ ინფორმაციას ვეღარ უმკლავდებიან მოსწავლეები, ვეღარ ასწრებენ მასალის განმტკიცებასა და გაანალიზებას. 

კვლევაზე მუშაობისას პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძიების დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა ასაკობრივი და ემოციური თავისებურებებიც. ამ ასაკის ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლის პროცესზე, უჭირთ ობიექტური თვითშეფასება. უჩნდებათ სასკოლო შფოთვა, უსუსურობის განცდა, წარუმატებლობისა და შეცდომის შიში. 8-11 წლის ბავშვი უკვე იყალიბებს მორალურ ღირებულებებს და შფოთავს მნიშვნელოვანი ადამიანის მოლოდინის გაცრუების გამო. ამ დროს ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მშობელსა და მასწავლებელზე, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

მათემატიკის სწავლების სირთულეები, ძირითადად, ვლინდება საშინაო დავალების შესრულებისა და დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში. როგორც კვლევაზე მუშაობამ აჩვენა, ამ სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ისტ-ის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში სწავლებას უფრო საინტერესოს, აქტუალურსა და ხელმისაწვდომს ხდის. სწავლის პროცესი სცდება საკლასო ოთახს, სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო და სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული. ეს ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას. 

სასწავლო პროცესში ისტ-ის რესურსების გამოყენების მნიშვნელობამ და აქტუალურობამ გამოიწვია კვლევის დროს დაგეგმილი და განხორციელებული შემდეგი ინტერვენციები:

  • ხანის აკადემიაში კლასების შექმნა და სასწავლო თემასთან დაკავშირებული ვიდეოგაკვეთილების და შესაბამისი ტესტების პერიოდულად მიცემა.

  • PowerPoint-ში საპრეზენტაციო მასალის შექმნა და საგაკვეთილო პროცესში თვალსაჩინოდ გამოყენება.

  • მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენება გეომეტრიული საკითხების შესწავლის დროს.

  • Edmodo-ზე და EasyQuizzy-ში შექმნილი ტესტების გამოყენება.

დაგეგმილმა და გამოყენებულმა ინტერვენციებმა საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი.ხანის აკადემიის გამოყენებამ საშუალება მისცა მათ ვიდეოგაკვეთილები და ტესტები საჭიროებისამებრ მრავალჯერადად გამოეყენებინათ და ცოდნა განემტკიცებინათ. PowerPoint-ისა და GeoGebra-ს თვალსაჩინო მასალის გამოყენება მათ საკითხის უკეთ გააზრებასა და დიდხანს დამახსოვრებაში ეხმარებოდა, გამოყენებული ელექტრონული ტესტები კი ცოდნის შემოწმებას უწყობდა ხელს. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შემატა. ეს აჩვენა მოსწავლეთა საბოლოო გამოკითხვამაც.

unnamed.png

კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა სისტემატურად თვალსაჩინოების, ტესტების შექმნა და გამოყენება. გამოიკვეთა ასევე ტექნიკური პრობლემებიც. მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტის გამოყენების საშუალება. მიუხედავად ამ სირთულეებისა, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებისთვის სწავლის სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი, ასაკობრივად მათზე მორგებული და მიზნობრივად გამოყენებული ისტ-ის რესურსები. ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საშუალებას იძლევა შემდეგი რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის: 

  • სისტემატურად უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების ხელშეწყობა.

  • ტექნოლოგიების გამოყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების კომპეტენცია და მათ ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა.

  • გამოყენებული ელექტრონული რესურსი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მოსწავლეებისთვის არ გახდეს მომაბეზრებელი და მუდმივად იყვნენ შემოქმედებისა და ძიების პროცესში.

  • უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების დროს. 

 კვლევის ანგარიშის ბმული: http://bit.ly/gulbatashvili-action-research-report-2018 

 ანა გულბათაშვილი

 20 ივნისი, 2019 წელი

საშინაო დავალების შეუსრულებლობის პრობლემა მათემატიკაში მეშვიდე კლასში და მისი გადაჭრის გზები

მათემატიკის სწავლებაში ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი საშინაო დავალების შეუსრულებლობაა. კლასში ნასწავლის სახლში გააზრება და გამეორება ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებელი პირობაა. საშინაო დავალების სისტემატური შეუსრულებლობა სწავლაში ჩამორჩენას, მოტივაციის დაკარგვას, საგაკვეთილო პროცესში დისციპლინის პრობლემებს და სხვ. უარყოფით შედეგებს იწვევს.

პრობლემის გამოვლენისას, საჭიროა, მასწავლებელმა გამოიკვლიოს გამომწვევი მიზეზები და დასახოს გადაჭრის გზები.  

მეშვიდე კლასში პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  მოსწავლეები საჭიროებდნენ პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას, ასევე, უნდა დაეძლიათ ცოდნაში ჩამორჩენა. დიაგრამაზე ნაჩვენებია პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, ინტერვიუს, გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემები:  

chart.png

პრობლემის გადასაჭრელად კვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:

  • გაკვეთილზე გუნდური თამაში-შეჯიბრის (“მათემატიკური ალპინიზმი”) გამოყენება, რომლის მიმდინარეობის დროსაც გუნდის წევრები საკლასო აქტივობების გარდა, ფასდებოდნენ საშინაო დავალების მიხედვით. შედეგად, იზრდებოდა საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა. შეჯიბრი გუნდური პასუხისმგებლობის და მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეთა მაღალი ხარისხით ჩართულობას უწყობდა ხელს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდიდა;

  • შედარებით მაღალი და დაბალი მზაობის მოსწავლეთა წყვილში მუშაობა, რომლის დროსაც მოსწავლეები ივითარებდნენ თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, სწავლობდნენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ხოლო დაბალი მზაობის მოსწავლეს ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილება ხელს უწყობდა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში;

  • ხანის აკადემიის ელექტრონული რესურსების საშინაო დავალებად გამოყენება მასწავლებელს აძლევდა მოსწავლის ასაკობრივ და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული დავალების შერჩევის და მის პროგრესზე დაკვირვების შესაძლებლობას.

ვიდეოგაკვეთილები, სტატიები, ტესტები ეხმარებოდა მოსწავლეს:

  1. მოტივაციის და პასუხისმგებლობის ამაღლებაში;

  2. დავიწყებული, ან შეუსწავლელი მასალის ათვისებასა და ცოდნაში ჩამორჩენის დაძლევაში;

  3. შედეგების გაუმჯობესებაში;

  4. თვითშეფასებაში;

დაგეგმილმა ინტერვენციებმა გაამართლა, გაუმჯობესდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა, აუმაღლდათ სწავლის მოტივაცია და შედარებით განივითარეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი. მიღწეულ იქნა სასწავლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეების მაღალი ხარისხით ჩართვა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მათემატიკის და ვფიქრობ, ნებისმიერი სხვა დისციპლინის  სწავლებაში და მოსწავლის პასუხისმგებლობის განვითარებაში, ეფექტურია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქტიური სწავლების მეთოდების, ელექტრონული რესურსების  და კლასის ორგანიზების ფორმების (მაგ: მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში) გამოყენება.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/mishveladze-action-research-report-2018

ქეთევან მიშველაძე

2019 წლის 15 ივნისი.





დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება

დახელოვნების მეთოდის მთავარი პრინციპია, რომ მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ ცოდნაში დახელოვნების დონეს, სანამ გადავლენ სწავლების შემდეგ საფეხურზე.

Khan Academy-ს გადმოქართულება

ერთად ვთარგმნოთ Khan Academy!

დააჭირეთ აქ რომ ნახოთ ინსტრუქცია

 

აქტიურ მთარგმნელებს წავახალისებთ საჩუქრებით, მაგ. Amazon Gift Cards, მობილური ინტერნეტის პაკეტი, დ.ა.შ

 დაგვიკავშირდით: info@educaregeorgia.org

Amara

ვიდეოს გადმოქართულება

სამუშაო ვერსია

შესავალი

amara.org არის უფასო პლატფორმა სუბტიტრების შექმნისთვის; ვიდეოს თარგმნისთვის. თავისუფლად შეგიძლიათ გაუკეთოთ ქართულენოვანი (თუ სხვა) სუბტიტრები თითქმის ნებისმიერ ვიდეოს (Acceptable Formats Include: Vimeo, Youtube, mp4, WebM, flv, ogg & mp3).

ამ დოკუმნეტში არის დამხმარე ინფორმაცია amara.org-ის გამოყენებაზე.

თუ თარგმნით ღიად და უფასოდ ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო ვიდეოებს, Educare Georgia უსასყიდლოდ გთავაზობთ დამატებით კონსულტაციებს და ტრენინგებს amara.org-ის (თუ სხვა CAT-ის ტიპის ღია პლატფორმებისთვის) გამოყენება რომ აითვისოთ.

კითხვა გაგიჩნდათ? აუცილებლად მოგვწერეთ
საკონტაქტო პირი - რაზმიკ rbadalyan@educaregeorgia.com

 

პატივისცემით,
Educare Georgia-ს გუნდი

 

ვიდეოს თარგმნა

ვიდეოს შერჩევის მაგალითი

amara-ს რედაქტორში მარცხენა ზედა მხარეს დამხმარე ინფორამციაა.
more commands - კლავიატურის კომბინაციები სწრაფი მუშაობისთვის (ე.წ. შორტკატები).
Subtitling Guidelines - სუბტიტრების სტანდარდები (სტანდარტების დამატებითი მაგალითი - Khan Academy-ს სუბტიტრების სტანდარტები.). მაგ. რამხელა ჯობია იყოს სუბტიტრის მინიმალური ხანგრძლივობა?


დამატებითი პარამატრები









 

 

დაზუსტება: სუბტიტრების შექმნას რომ დაასრულებთ დარწმუნდით რომ სუბტიტრები გამოქვეყნებულია (published). ენების ჩამონათვალში სიტყვა Georgian-თან უნდა იყოს მწვანე წრე. და არა ყვითელი ან წითელი, წარწერით incomplete.

თუ დაასრულეთ თარგმნა, მაგრამ ვიდეოს გამოქვეყნება არ გამოდის (“yes, start syncing” ღილაკი არ არის აქტიური), გადაამოწმეთ ტექსტის გარეშე (ცარიელი) სუბტიტრები ხომ არ გაქვთ.

თუ ცარიელი სუბტიტრები არ გაქვთ და ღილაკი მაინც არაა აქტიური გამოიყენეთ Legacy Editor (ზედა მარჯვენა კუთხეშია). უბრალოდ გაიარეთ ეტაპები და შეინახეთ.

amara.org-ზე სხვადასხვა ვერსიების შედარება

ერთსა და იმავე ვიდეოზე, ერთსა და იმავე ენის სუბტიტრების ყოველი ახალი შენახული ცვლილებები ცალკე ვერსიის სახით (Revision) ინახება.

შეგიძლიათ ამ ვერსიების შედარება:

  1. შეარჩიეთ ქართული სუბტიტრები

  2. დააჭირეთ Revisions

  3. მონიშნეთ ორი ვერსია რომელიც გინდათ შეადაროთ ერთმანეთს.

  4. დააჭირეთ Compare Revisions

 

შეცვლილი სუბტიტრები გაწითლებულია. მაგალითი

პრობლემის შეტყობინებები; წიტელი ძახილის ნიშანი amara.org-ს რედაქტორში

ვიდეო How to fix warnings

სუბტიტრი თუ არ არის გამართული მის მარჯვენა მხარეს წითელი ძახილის ნიშანი ჩნდება.

ასევე მარჯვენა მხარეს იწერება დეტალური ინფორმაცია პრობლემის შესახებ (სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს) და რჩევა როგორ გამოასწოროთ.

1. სუბტიტრი მოკლეა. მაყურებელი სავარაუდოდ ვერ მოასწრებს წაკითხვას. გაზარდეთ სუბტიტრის ხანგრძლივობა

2. ერთ სტრიქონზე ჯობია 43 სიმბოლოზე ნაკლები იყოს. გადაიდანეთ მეორე სტრიქონზე (Shift+Enter), ან ახალი სუბტიტრი შექმენით (Enter).

3. სუბტიტრის ხანგრძლივობა არასაკმარისია ამ რაოდენობის სიტყვებისთვის. ერთ წამზე 22-ზე ნაკლები სიმბოლო უნდა მოდიოდეს. გაზარდეთ სუბტიტრის ხანგრძლივობა ან დაყავით ორ ნაწილად.

4. ერთ სუბტიტრში ორ სტრიქონზე მეტი სასურველია არ იყოს. დაყავით სუბტიტრი ორ ნაწილად

5. ერთ სუბტიტრში თუ ორი სტრიქონი ზედა ჯობია იყოს მოკლე.

 

თუ ინგლისური სუბტიტრები არ არის

თარგმნის პროცესში ინგლისური სუბტიტრები აადვილებს საქმეს, მაგრამ ზოგ ვიდეოს შეიძლება არ ჰქონდეს. ასეთ შემთხევავში თარგმნა უფრო მეტ დროს წაიღებს, რადგან გიწევთ გარჩევა თუ რას იძახიან ვიდეოში. თუმცა YouTube-იდან შეგიძლიათ “გადმოიტანოთ” ავტომატურად შექმნილი ინგლისური სუბტიტრები (English (auto-generated)). ამისთვის:

  1. გადმოწერეთ სუბტიტრები SRT ფორმატში ამ საიტის გამოყენებით yt-subs.afut.in, ან

    1. დააყენეთ ეს პროგრამა http://google2srt.sourceforge.net/en/

    2. მიჰყევით  Amir Jaffari-ს მიერ მოცემულ ინსტრუქციას მე-6 ნაბიჯამდე. შემდეგ შეინახეთ სუბტიტრები XML ფორმატში. http://www.quora.com/Is-there-a-way-to-extract-the-automatically-generated-subtitles-in-YouTube

    3. გახსენით გადმოწერილი XML ფაილი Google2SRT-ში და შექმენით SRT ფაილი.

  2. გახსენით ვიდეო amara.org-ზე და ატვირთეთ სუბტიტრები (SRT ფაილი). Already have subtitles for this video? Upload them directly.

 

დამატებით

თუ amara.org-ის რედაქტორი არ იხსნება

Amara player-ის ჩაშენება ბლოგში

Amara Support Center

ინსტრუქციის განახლებადი ვერსია

 

მიიღეთ მონაწილეობა amara.org-ს პლატფორმის გადმოქართულებაში https://www.transifex.com/projects/p/universalsubtitles/

This work by Educare Georgia is licensed under a
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 Unported License.
Permissions beyond the scope of this license may be available at rbadalyan@educaregeorgia.com

 

Google Translator Toolkit

სხვადასხვა ტიპის მასალების თარგმნის პლატფორმა

სამუშაო ვერსია


შესავალი

Google Translator Toolkit (GTT) არის უფასო პლატფორმა ტექსტის და სხვა ტიპის მასალების თარგმნისთვის. შეგიძლიათ თავისუფლად თარგმნოთ ვიდეო, პროგრამა და სხვა ტიპის მასალები (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ).

ამ დოკუმნეტში არის დამხმარე ინფორმაცია GTT-ის გამოყენებაზე.

თუ თარგმნით ღიად და უფასოდ ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო მასალებს, Educare Georgia უსასყიდლოდ გთავაზობთ დამატებით კონსულტაციებს და ტრენინგებს GTT-ის (თუ სხვა CAT-ის ტიპის ღია პლატფორმებისთვი) გამოყენება რომ აითვისოთ.

კითხვა გაგიჩნდათ? აუცილებლად მოგვწერეთ
საკონტაქტო პირი - რაზმიკ rbadalyan@educaregeorgia.com

 

პატივისცემით,

Educare Georgia-ს გუნდი

 

ვიდეო ინსტრუქციები

GTT-ს ოფიციალური ვიდეო მიმოხილვა

დამატებითი ვიდეოები

Using Google's Translator Toolkit
Trad Online - Sharing Knowledge - Google Translator toolkit
Google Translator Toolkit and Amara srt subtitles
Google Translator Toolkit (რუსულად)

 

მასალების ტიპები

 

თარგმნის დაწყება

დააჭირეთ ღილაკს UPLOAD. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც უნდა აირჩიოთ სათარგმნი მასალის ტიპი (Add content to translate). შეგიძლიათ ატვირთო კომპიუტერიდან (Upload file...) ჩასვათ ტექტის ბმული (Input url) ან პირდაპირ გადმოიტანოთ ტექსტი  (Input text). ასევე შეგიძლიათ თარგმნოთ ვიკიპედიის სტატია (Input a Wikipedia article) ან იუთუბის ვიდეო  (Pick YouTube video...).

მაგალითად ავიღოთ ვიკიპედიის სტატია.

ჩასვით ვიკიპედიის სტატის ბმული (1), დაწერეთ სათაური (2), შეარჩიეთ ორიგინალი ტექსტის ენა (3), შეარჩიეთ ენა რომლზეც გინდათ თარგმნოთ (4), თუ ჩამონათვალში არ არის დაწერეთ საძიებო ველში (5).

დამატებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ “თარგმანის ისტორია” (translation memory) სად შეინახოს. საჯარო ბაზაში (Global, shared TM) ან თქვენ პირადში. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ლექსიკონი.

ბოლოს აჭერთ ღილაკს Next. თავიდან გამოჩნდება ფასიანი მომსახუარების შემოთავაზება. დააჭირეთ ღილაკს No, thanks

თარგმნის პროცესი

სამუშაო სივრცე დაყოფილი ორ ნაწილად. მარჯვენა მხარეს არის ორიგინალი ტექსტი, მარცხენა მხარეს თარგმანი.

პროგრამა ავტომატურად ყოფს ტექსტს სეგმენტებად (მონიშნულ სეგმენტს ორიგინალ ტექსტში ლურჯი ფონი აქვს, თარგმანში ჩარჩოშია მოქცეული). მუშაობის პროცესში ხდება ცალკეული სეგმენტის თარგმნა (შეგიძლიათ დაყოთ ან გააერთიანოთ სეგმენტები, Edit → Split segment ან Merge segments შესაბამისად).

სეგმენტის ჩარჩოს ქვემოთ არის დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი (Insert comment); მართოთ სეგმნეტის HTML კოდები (ამ შემთხვევაში აქ არის ვიკიპედიის სტატიის ჰიპერლინკები) (Insert HTML tags), თარგმნის პროცესში HTML კოდები დამალულია, მაგრამ ამ ფუნქციის დახმარებით შეიძლება მათი ადგილის შეცვლა; შეგიძლიათ წაშალოთ თარგმანი (Wipe out translation) ან გადმოიტანოთ ორიგინალი ტექსტი (Copy source to translation); ისრებით შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა/შემდეგ სეგმენტზე.

თარგმნას რომ დაასრულებთ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს Complete (ვიკიპედიის სტატიების შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ ქართული ვიკიპედიის საიტზე. File → Publish to source page).

ძირითადი გვერდი

სათარგმნი მასალების კატეგორიაში (Translations⇨Active) გამოჩნდება ახალი ფაილი. სახელის ქვემოთ წერია - რამდენი პროცენტი დარჩა სათარგმნი. ასევე წერია - სიტყვების რაოდენობა (2020), რა ენაზე ითარგმნება (Georgian), ბოლო ცვლილება როდის გაკეთდა (9:05 PM) და ვის აქვს წვდომა ამ ფაილზე (me -  ამ შემთხვევაში მარტო ფაილის პატრონს).

ფაილს რომ მონიშვნავთ გამოჩნდება დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ თარგმანლი, დამალოთ (1), წაშალოთ (2), გაუზიაროთ სხვას (3) და მიამაგროთ იარლიყი (4).

გაზიარების ფუნქცია პრინციპში ანალოგიური Google Drive-ის გაზიარების ფუნქციის. დაწერეთ ელ.ფოსტა ვისაც გინდათ გაუზიაროთ (1), შერჩიეთ რისი გაკეთება შეეძლება ფაილთან (2), შეგიძლიათ აქედანვე მიწეროთ წერილი (3). შემდეგ აქ, People with access, გამოჩნდება ყველა იმ ადამიანის ანგარიში ვისაც აქვს წვდომა ამ ფაილზე. აქედან შემდეგ შეგიძლიათ შეცვლოთ გაზიარების პარამეტრები.

Labels - იარლიყები
Shared with - გაზიარებული ფაილები
Translation memories - “თარგმნის მეხსირება”, შეგიძლიათ შექმნათ ახალი, გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.
lossaries - ლექსიკონები, შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.

image11.png

This work by Educare Georgia is licensed under a
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 Unported License.
Permissions beyond the scope of this license may be available at rbadalyan@educaregeorgia.com

 

Adaptive Learning

ადაპტური სწავლის პროგრამები

პედაგოგებისათვის

arrows, adaptation.png


ამ სტატიაში მოკლედ აღვწერ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (Ed-Tech) ერთ კატეგორიას, რომლებსაც ადაპტური სწავლის (adaptive learning) პროგრამებს უწოდებენ. შინაარსობრივად ეს პროგრამები ძირითადად მათემატიკურ საგნებზეა. ამ კატეგორიის პროგრამების განმასხვავებელი მახასიათებელი ის არის რომ, პროგრამა მოსწავლეს მისი ცოდნის შესაბამის ამოცანებს აძლევს. პროგრა ერგება მოსწავლის ცოდნის დონეს. როცა მოსწავლე პირველად იწყებს მუშაობას, პროგრამა (სტატისტიკურ ანალიზს აკეთებს) "უყურებს" რა სირთულის ამოცანებს როგორ პასუხობს - შეცდომით თუ სწორად. შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდნობით აძლევს ისეთ ამოცანებს, რომლებიც არც ზედმეტად რთულია, და არც მარტივი. ინარჩუნებს ბალანს, მოსწავლის შესაძლებლობებსა და ამოცანის სირთულეს შორის. განათლების სფეროში, ამის მზგავსი - თეორიიდან - შეიძლება მოვიყვანოთ, ვიგოტსკის უახლოესი განვითარების ზონის პრინციპები და - შეფასებიდან - და Cat-ის ტიპის გამოცდები.

ასეთი პროგრამების პლიუსი იმაშიცაა, რომ უკუკავშირს იმ წამსვე აძლევს; არ სჭირდება დალოდება როდის შეამოწმებთ მის ნამუშევარს, ან თუნდაც სანამ გადაფურცლავს წიგნის ბოლოში და სწორ პასუხს ნახავს. პროცესი არის უწყვეტი. მოსწავლე კითხულობს ამოცანას → ფიქრობს მის ამოხსნაზე → წერს თავის  პასუხს → ხედავს სწორია თუ არა. დრო პასუხის დაწერასა და უკუკავშირის მიღებას შორის არის უმცირესი.

image03.png

ჩვენ ვნახეთ ორი ფუნქცია - მოსწავლის უნარებსა და ცოდნაზე მორგება და სწრაფი უკუკავშირი. ზოგ პროგრამას ესევე შეუძლია შეცდომის დაშვებისას მოსწავლეს აჩვენოს როგორ უნდა ამოეხსნა ეს ამოცანა; ყველა ნაბიჯს დეტალურად აღუწერს. ასევე სთავაზობს სასწავლო მასალებს, სადაც ახსნილია კონკრეტული მეთემატიკური კონცეპტი. ეს შეიძლება უბრალოდ ტექსტი კი არ იყოს, რთული ტერმინებით და ერთი-ორი ვიზუალიზაციით, არამედ ვიდეო გაკვეთილი. პროგრამის გამოყენებას ის უპირატესობაც აქვს რომ მოსწავლეები ვეღარ იქნებიან იმის იმედზე - "ნეტა მასწავლებელმა მე არ გამომკითხოს დღეს" ან "დღეს ვუპასუხებ და შემდეგზე აღარ გამომკითხავს." პროგრამა გამოკითხავს ყველას და ყოველდღე. მზგავსი რამ ზოგიერთ მოსწავლეს “კოშმარულ სიზმარშიც” არ უნახავს.

ხუმრობა იქით იყოს და როგორც ხედავთ ამ გზით შეგიძლიათ ბაზისური უკუკავშირის და შესაფერისი სასწავლო მასალის მიწოდების ამოცანები გადააბაროთ კომპიუტერს. შედეგად ყველა მოსწავლე, ყოველდღე აქტიურად მუშაობს.

ვფიქრობ ადაპტური სწავლის პროგრამების ამ თვისების მნიშვნელობის გადაფასება რთულია. ასეთი რუტინული, მექანიკური საკითხების კომპიუტერისთივს გადაბარებით, თქვენ გითავისუფლდებათ უამრავი დრო რომელსაც მიმართავთ უფრო სიტუაციურ და რთულ ამოცანებზე.

მაგალითად, მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) რომელმაც ვერ გაიგო და ამოცანებს ისევ და ისევ შეცდომით ასრულებდა უხსნით კონკრეტულ მათემათიკურ კონცეპტს. ამ დროს დანარჩენი კლასი აკრძელებს ამოცანების ამოხსნას, იღებს უკუკავშირს (და  შეცდომის დაშვების დროს შესაფერის სასწავლო მასალას) და დამოუკიდებლად ეუფლება ახალ კონცეპტებს. ეს მაგალითი ფაქტიურად წარმოადგენს შერეული სწავლების (Blended learning) ერთ-ერთ კომპონენტს.

image02.png

აქ შეიძლება იკითხოთ - როგორ ვხედავ, ვინ სწორად პასუხობს ამოცანებს ვინ შეცდომით? და თუ კლასის მხოლოდ ნაწილთან ვიმუშავე, როგორ გავიგებ რომ დანარჩენები აკრძლებენ ამოცანების ამოხსნას და არ სჭირდებათ დახმარება? ეს და სხვა მზგავსი კითხვები მნიშვნელოვანია. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მოსწავლე იღებს თუ არა უკუკავშირს. ამისთვის, ზოგ პლატფორმაზე, არის სპეციალურად თქვენთვის, მასწავლებლისთვის განკუთვნილი გვერდ(ებ)ი, სადაც არის მთელი კლასის მონაცემი. ვინ როგორ შეასრულა ამოცანა, რამდენჯერ დაუშვა შეცდომა, რამდენჯერ უპასუხა სწორად, რამდენი დრო დახარჯა კონკრეტულ ამოცანაზე, რადემჯერ გამოიყენ მინიშნება და ა.შ. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ როგორ ხსნის ამოცანებს კლასის ყველა მოსწავლე, რეალურ დროში.

თქვენ ხედავთ არა უბრალოდ მშრალ ციფრებს. მონაცემები არის სტატისტიკურად დამუშავებული და თვალსაჩინოდ მოწოდებული. დამუშავება შეიძლება შესრულებული იყოს სხვადასხვა დონეზე. დაწყებული მარტივიდან (საშუალო, პროცენტები და ა.შ.) და დამთავრებული რთული სტატისტიკური ანალიზით, რომელიც მრავალ მეთოდს მოიცავს. შედეგად, მოსწავლეებთან მუშაობის დაგეგმვისას შეგიძლიათ დაეყრდნოთ სანდო მონამეცებს.

როგორც ვხედავთ, პროგრამა ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს; გაძლევთ სანდო სურათს, მოსწავლის ცოდნასა და უნარების შესახებ. და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნაჩვენები როგორც ცალკეულ მოსწავლეზე, ისე მთელ კლასზე.

მოდით შევაჯამოთ ის პლიუსები რაც აქვს ადაპტური სწავლის პროგრამების გამოყენებას:

  1. მოსწავლე იღებს თავისი ცოდნისა და უნარების დონის შესაფერის ამოცანებს და სასწავლო მასალებს;

  2. მოსწავლე უკუკავშირს იღებს იმწამსვე, როგორც კი პასუხს დაწერს;

  3. თუ შეცდომას უშვებს, პროგრამა აჩვენებს როგორ უნდა ამოეხსნა და სასწავლო მასალებს სთავაზობს;

  4. მუშაობს ყველა მოსწავლე და ყოველდღე;

  5. რუტინულ და მექანიკურ ამოცანებს პროგრამა ასრულებს, შედეგად გითავისუფლდებათ დრო უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის;

  6. იღებთ დამუშავებულ, თვალსაჩინო, ინფორმატიულ მონაცემებს მოსწავლეების აქტივობაზე და

  7. ბევრი სხვა რაც აქ არ გვიწერია.

აქამდე რაც ჩამოვთვალეთ არის პროცესები, რომლებსაც პროგრამა მასწავლებლისგან დამოუკიდბლად ასრულებს. მასწავლებლის ჩართულობა არის მინიმალური. წარმოიდგინეთ რამდენად უმჯობესდება განათლების პროცესი, როცა მასწავლებელი აქტიურად ერთვება. არა, ეს არ არის მართებული აღწერა მასწავლებლის და პროგრამის ურთიერთმიმართების (სპეციალურად დავწერე შეცდომით). მასწავლებელი კი არ ერთვება პროგრამის მუშაობის პროცესში, პროგრამაა ჩართული მასწავლებლის საქმიანობაში. ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. პროგრამა არის ინსტრუმენტი, ის ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს. არსებულ სასწავლო პროგრამებს რომ გადახედოთ უმეტესობა ისეა სტრუქტურირებული, რომ თავისი ეფექტური მუშაობისთვის “მოითხოვს” მასწავლებელს. და აქ საუბარია არა მარტო ადაპტური სწავლის პროგრამებზე. იმისთვის რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიამ ეფექტურად იმუშაოს საჭიროა პედაგოგი რომელიც მას გამოიყენებს.

საგანმანათლებლო რესურსები რომლებშიც ინტეგრირებულია ადაპტური სწავლის ესა თუ ის კომპონენტები:

  1. Khan Academy - https://www.khanacademy.org/ , ვიდეო

  2. Duolingo - https://www.duolingo.com/ , ბლოგ-პოსტი

  3. Brainrush - http://www.brainrush.com/ , ვიდეო

 

ადაპტური სწავლის პროგრამების სხვა მაგალითები: https://www.edsurge.com/adaptive-learning

ადაპტური სწავლის პროგრამის ვიზუალური მაგალითი. წყარო 

ავტორი - რაზმიკ ბადალიანი