ვაკანსია: მოხალისე ჯგუფის ლიდერი საფრანგეთის საზაფხულო ბანაკში

აღწერა:

საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, Secours Populaire, უკვე 26 წელია, ყოველწლიურად ატარებს საზაფხულო ბანაკებს მთელი მსოფლიოს მოზარდებისთვის. პროგრამის სახელია: Copain Du Monde და ბოლო 26 წლის განმავლობაში ამ ბანაკებმა მსოფლიოს 15 ქვეყნის 11,700 მოსწავლეს უმასპინძლა. ყოველწლიურად საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 30-მდე საზაფხულო ბანაკი იმართება. ბავშვები 10-14 დღეს ატარებენ კარვებში, აშენებენ ქოხებს და დადიან ლაშქრობებზე. ბანაკში ტარდება ბევრი საინტერესო ფიზიკური და საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის წყალობითაც ბავშვები ეცნობიან მეგობრობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას, საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას და შეიძენენ მრავალ ისეთ თვისებას, რომელიც მათ დაეხმარება, გახდნენ თავიანთი ქვეყნისა და მსოფლიოს ღირსეული მოქალაქეები.

2017 წელს წეროვნის დევნილთა დასახლებიდან 4 ქართველი მოსწავლე  ნორმანდიაში გაემგზავრა, წელს კი 4 მოსწავლე (11-დან 15 წლამდე) დაპატიჟებულია ქალაქ ლიონის მახლობლად, Ranchal-ის საზაფხულო ბანაკში.

გვჭირდება მოსწავლეების ზრდასრული გამყოლი, რომელიც აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ბავშვებზე, მათ მშვიდობიან მოგზაურობასა და უსაფრთხოებაზე ბანაკში ყოფნის პერიოდში.

ბანაკი ტარდება 2018 წლის 10 აგვისტოდან - 23 აგვისტომდე.

 

მოვალეობები

  • მგზავრობამდე უზრუნველჰყოს მოსწავლეთა დოკუმენტაციისა და სხვა საბუთების მომზადება
  • ჰქონდეს მუდმივი კავშირი ფრანგულ მხარესთნ

  • უზრუნველჰყოს მოსწავლეების მშვიდი და უსაფრთხო ტრანსპორტირება საფრანგეთში და უკან

  • ადგილზე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს მოსწავლეები

  • მონაწილეობა მიიღოს აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებაში

  • უზრუნველჰყოს მოზარდების უსაფრთხოება, მათი ბანაკში ყოფნის დროს.

 

გადამწყვეტი კრიტერიუმები

  • გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი თავდადებით

  • არის მინიმუმ 21 წლის

  • სრულყოფილად ფლობს ფრანგულს

  • არის შემოქმედებითი და ენერგიული


უპირატესობა მიენიჭებათ მათ ვინც:

  • ცეკვავს, უკრავს, ხატავს, მღერის ან სხვა

  • საუბრობს ინგლისურად

  • აქვს ბანაკში წინამძღოლობის გამოცდილება

  • უმოგზაურია ქვეყნის გარეთ


ხარჯების ანაზღაურება

  • ანაზღაურდება ფრენა, ადგილზე გადაადგილება, ცხოვრება, კვება, დაზღვევა

  • ანაზღაურდება ჯიბის ფული - ჯამში 100 ევრო

  • არ გაიცემა სახელფასო ანაზღაურება

  • არ ანაზღაურდება პასპორტის დამზადების ხარჯები

 

შეავსეთ აპლიკაცია:

  • აპლიკაცია
  • აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 08 ივლისი 2018 წლის
  • შერჩევა 3-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია, 2) გასაუბრება, 3) დავალება


დამატებით წყაროები