პროდუქტის და კომუნიკაციების მენეჯერი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 20 თებერვალი 2019

ვინ ვართ ჩვენ

„ჩართე“ (Charte.ge) არის სოციალური სტარტაპი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი.

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.

ჩვენი პროექტები:

  • ქართული „ხანის აკადემია“ - Khan Academy

  • პროგრამირების სასწავლო პლატფორმა - Code.org

  • პროექტი „ჩართე“ (Charte.ge) – ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. Facebook გვერდი


ვეძებთ ადამიანს, რომელსაც

*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი „სიტყვის მასალისთვის“; ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!

  • ძალიან კარგად და გამართულად შეუძლია წერა და მოყოლა;

  • უყვარს შექმნა - ბლოგი, პოსტები, სტარტაპი, მუსიკა, ნახატი, აპლიკაცია, ღონისძიება და სხვა ინიციატივები;

  • უყვარს ანალიტიკა, კვლევა, ჩაძიება, ექსპერიმენტები;

  • ძალიან კარგად იცის ინგლისური და ქართული - წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა;

  • აინტერესებს ტექ. მეწარმეობა (Tech Entrepreneurship), სტარტაპები, ტექ. პროდუქტებზე მუშაობა;

  • მუდმივად სწავლობს და ვითარდება;

  • აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

  • თანამედროვე ტექნოლოგიებში კარად არის გათვითცნობიერებული (არის ე.წ. tech-savvy);

  • უნდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს;

რას გააკეთებთ

  • ჩართეს და Khan Academy Georgia-ს Facebook გვერდების მართვა - ბანერები, პოსტების წერა, კამპანიების შექმნა, დაგეგმვა და ანალიტიკა;

  • დონორებთან აქტიური ონლაინ კომუნიკაცია მეილებით და სოც. მედიაში, ანგარიშების მომზადება, რეგულარული მეილების გაგზავნა;

  • Charte.ge ვებ-გვერდის მართვა, Admin Panel-ში მუშაობა, ახალი პროექტების და მოსწავლეების სტატუსების განახლება, ტექსტების მომზადება;

  • მომხმარებელთა გამოკითხვისა და ინტერვიუების შედეგად Charte.ge-ის ახალი ფუნქციონალის ინიცირება, დანერგვა, ტესტირება, ანალიტიკა და ამ ყველაფრის მუდმივად გამეორება;

  • ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობა - Google Analytics, Crazy Egg, Mixpanel და ა.შ.


რა პლატფორმები/სოფტები უნდა იცოდეთ ან მზად ხართ, ისწავლოთ

  • Photoshop ან Illustrator, Mailchimp, Google Drive, Asana, Slack, CrazzyEgg, Mixpanel, Google Analytics და სხვა.

რას მიიღებთ

  • გამოცდილებას - ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და მზად ვართ, ბევრი რამ ვასწავლოთ.

  • იმუშავებთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებასა და ტექნოლოგიას.

  • იმუშავებთ ახალგაზრდების მოქნილ გუნდთან.

  • სივრცეს, რომელიც ოფისზე მეტია – გექნებათ ადგილი, სადაც თავისუფალ დროს შეძლებთ ისწავლოთ, წეროთ, მუსიკას მოუსმინოთ, იმუშაოთ.

  • მოქნილ გრაფიკს

  • ჩაერთვებით საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში.

  • კარგ საქმეს გააკეთებთ

  • ანაზღაურებას (მიუთითეთ თქვენი მოლოდინი აპლიკაციაში)

შეავსეთ ეს განაცხადი: https://goo.gl/forms/YMf9jmOGpK5ET0Ub2

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 20 თებერვალი 2019.

შერჩევა 4-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება 3) დავალების მომზადება და პრეზენტაცია 4) სამი დღე საცდელი მუშაობა გუნდში

ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 30 დღე