პროექტი “ჩართე” და Educare Georgia ეძებს ფინანსურ მენეჯერს ნახევარ განაკვეთზე.
ვინ ვართ ჩვენ
„ჩართე“ (Charte.ge) არის საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი.
ჩართეს ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.
ჩვენი პროექტები:
ქართული „ხანის აკადემია“ - ka.khanacademy.org;
პროგრამირების სასწავლო პლატფორმის ქართული ვერსია - Code.org;
პროექტი „ჩართე“ (Charte.ge) – ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს;
სხვა პროექტები - Feed the monster; Be my eyes, რატომ ინგლისური?
ვეძებთ მათ ვინც:
მუშაობს ან უმუშავია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
კარგად იცის მათემატიკა და Excel;
შეუძლია, დამოუკიდებლად აიღოს პასუხისმგებლობა ამა თუ იმ დავალებაზე და შეთანხმებული ამოცანა ბოლომდე მიიყვანოს (დამატებითი შეხსენების გარეშე)
სწრაფად შეუძლია სწავლა და ათვისება;
არის ძალიან მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული;
აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
უყვარს ანალიტიკა, კვლევა, ჩაძიება;
მუდმივად სწავლობს და ვითარდება დამოუკიდებლად;
რას გააკეთებთ
ხარჯების აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშების წარმოება;
ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და სრული მართვა;
შემოსავლებისა და ნაშთების კონტროლი;
გადარიცხვები (ინტერნეტი მოსწავლეთათვის, შესყიდვები, ხელფასები, და .ა.შ) და ბანკებთან ურთიერთობა;
საგრანტო განაცხადებისთვის ფინანსური ბიუჯეტების შედგენა, მართვა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, კონტროლი და ანგარიშგების მომზადება;
ფინანსური რეპორტების მომზადება;
საგადასახადო ადმინისტრირება.
რას მიიღებთ
მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და გარემოს - შესაძლებელი იქნება დისტანციურად მუშაობა;
გამოცდილებას - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კანდიდატს ახლის სწავლაში;
იმუშავებთ ახალგაზრდების მოქნილ გუნდთან;
ჩაერთვებით საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში;
იმუშავებთ ქართულ სოციალურ სტარტაპზე, რომელიც მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ინტერნეტზე, ტექნოლოგიასა და განათლებაზე წვდომას უზრუნველჰყოფს.
შეავსეთ ეს განაცხადი - https://forms.gle/M3KJVfmub2VdEvpWA
ანაზღაურების თქვენი მოლოდინი მიუთითეთ აპლიკაციაში
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი 2020. მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით 20 ოქტომბრამდე.
შერჩევა 3-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება+ტესტი 3) დავალების მომზადება და წარდგენა.
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 30 დღე