სწავლის მითი: რატომ არასდროს ვეტყვი ჩემს შვილს, რომ ჭკვიანია

ავტორი: სალმან ხანი (Salman Khan), Khan Academy-ის დამფუძნებელი

growth mindset - განვითარების (ზრდის) მსოფლმხედველობა, fixed mindset - უცვლელობის მსოფლმხედველობა

ჩემმა 5 წლის ვაჟმა ახლახან დაიწყო კითხვა. ყოველ საღამოს მის ლოგინზე ვწვებით და პატარა წიგნს მიკითხავს. ადრე თუ გვიან, ისეთი სიტყვა შეხვდება, რომლის წაკითხვა უძნელდება: გუშინ საღამოს ეს სიტყვა იყო “მადლიერებით.” ერთწუთიანი წვალების შემდეგ, გაუმკლავდა მაინც. და თქვა “მამა, ხომ მოგეწონა, როგორ გავუმკლავდი ამ სიტყვას? მგონი ვიგრძენი ტვინი როგორ მეზრდება.” გამეღიმა: ჩემი ბიჭი გამოხატავდა “განვითარების მსოფლმხედველობის” ნიშნებს. მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა. დიდი ხანი არაა, რაც პრაქტიკაში ვიყენებ კვლევებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წელია ვკითხულობ. და გადავწყვიტე, მაშინ კი არ შევაქო შვილი, როცა ისეთი რამ გამოსდის რაშიც უკვე ძლიერია, არამედ როცა ძალისხმევას არ იშურებს რთულ საქმეებზე. მე ვუთხარი, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ, მით უფრო იზრდება ტვინი. სწავლისადმი დამოკიდებულების უამრავი კვლევების და ამ პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, ისე ვარ დარწმუნებული როგორც არასდროს, რომ დამოკიდებულებას სწავლისადმი შეიძლება მეტი მნიშვენლობა ჰქონდეს, ვიდრე იმას რასაც ვასწავლით.

მკლევარებისთვის არც თუ ისე ახალია, რომ ტვინი კუნთივითაა; რაც უფრო მეტად იყენებ მას, მით უფრო იზრდება. მათ აღმოაჩინეს, რომ ნერვული კავშირები ყველაზე მეტად მაშინ ყალიბდება და ღრმავდება, როცა შეცდომებს ვუშვებთ რთული ამოცანის შესრულებისას, ვიდრე მაშინ, როცა ისევ და ისევ წარმატებებს ვაღწევთ მარტივი ამოცანებით. ეს გულისხმობს რომ ჩვენი ინტელექტი არ არის ხისტი: და მისი ზრდის საუკეთესო საშუალებაა, შევეჭიდოთ  ამოცანებს რომლებიც ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება არც გამოგვივიდეს.

თუმცა ამას ყველა არ აცნობიერებს. დოქტორი ქეროლ დვეკი (Dr. Carol Dweck) სტენფორდის უნივერსიტეტიდან ათწლეულების მანძილზე იკვლევს ადამიანების დისპოზიციებს სწავლის მიმართ. მან აღმოაჩინა, რომ ადამინების უმეტესობას ორიდან ერთ-ერთი მსოფმხედველობა ახასიათებთ: უცვლელობის ან განვიათების. უცვლელობის მსოფმხედველობის მქონენი შეცდომით თვლიან, რომ ადამიანი ან ჭკვიანია ან - არა; ინტელექტი გენეტიკითაა განპირობებული. და ადამიანები განვითარების მსოფმხედველობით სწორად თვლიან, რომ უნარების და ინტელექტის გაზრდა შეიძლება ძალისხმევით, ბრძოლით და მარცხით. დვეკმა აღმოჩინა, რომ უცვლელობის მსოფმხედველობის მქონეთ ჰქონდათ ტენდეცია, მიმართონ ენერგია ისეთ ამოცანებზე სადაც წარმატების მაღალი შანსი აქვთ და თავი აარიდონ ამოცანებს, სადაც შეიძლება ძალიხმევა დასჭირდეთ, რაც ზღუდავდა მათ სწავლას. მაშინ, როცა განვიათარების მსოფმხედველობის ადამინები იღებდნენ გამოწვევბს და ესმოდათ რომ შეუპოვრობამ და ძალისხმევამ შეუძლია გავლენა იქონის სწვლის შედეგებზე. ადვილი მისახვედრია, რომ ამ მეორე ჯგუფთან ამგვარი დისპოზიცია კორელირებდა უფრო აქტიურ წინსვლასთან და ინტელექტუალურ ზრდასთან.

კარგი ამბავი ის არის, რომ დისპოზიციები სწავლებადია; ისინი პლასიტიურია. რაც მართლა შთამბეჭდავია ის არის, რომ დვეკმა და სხვა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნიკები რომელსაც ეძახიან “განვითარების მსოფმხედველობის ინტერვენციებს”, რომელთაც აჩვენეს, რომ თუნდაც პატარა ცვლილებებს კომუნიკაციაში ან ერთი შეხედვით უწყინარ კომენტარებს შეიძლება ჰქონდეთ საკმაოდ ხანგრძლივი გავლენა პიროვნების დისპოზიციაზე. მაგალითად, შექება აქტიობისთვის (“მართლა მომწონს როგორ უმკლავდები ამ ამოცანას”) და არა თანდაყოლილი ნიშან-თვისების თუ ტალანტის  (“შენ ძალიან ჩკვიანი ხარ!”) არის ზრდის დისპოზიციის განმტკიცების ერთ-ერთი გზა. აქტიობის შექება ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს; ნიჭის მიხედვით შექება, აძლიერებს წარმოდგენას, რომ ადამიანი აღწევს წარმატებას (ან ვერ აღწევს) გამომდინარე ფიქსირებული მახასიათებლებიდან. ჩვენ ეს Khan Academy-ზეც გვინახავს: მოსწავლეები უფრო მეტ დროს უთმობენ სწავლას Khan Academy-ში, მას შემდეგ რაც იღებენ შექებას შეუპოვრობის და სიმტკიცისთვის, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ტვინი კუნთივითაა.

მე მართლა მინდა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება, განვიხილოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებას რათა დავეხმაროთ ადამიანებს ზრდის მსოფმხედეველობის განვითარებაში. პრინციპში, ინტერნერნეტი  არის ასრულებული ოცნება ადამიანისთვის ვისაც აქვს ზრდის დისპოზიცია. Khan Academy-სთან, ღია ონლაინ კურსებთან ერთად არის უპრეცენდენტო წვდომა უსასრულო რაოდენობის მასალებზე, რომელიც დაგეხმარება ინტელქტის განვითარებაში. თუმცა, საზოგადოება ბოლომდე ვერ გამოიყენებს ამ რესურსებს, თუ განვითარების მსოფმხედველობა არ იქნება უფრო ფართოდ გავრცელებული. ამიტომ, რა იქნება თუ  აქტიურად ვეცდებით ამის გაკეთება? რა იქნება, თუ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რაც ჩვენს ხელთ არის, რათა განვუვითაროთ ზრდის დისპოზიცია ყველას, ვისზეც გული შეგვტკივა? ეს უფრო მეტია ვიდრე Khan Academy ან ალგებრა. ეს გამოიხატება თქვენს ურთიერთობაში შვილებთან, როგორ მუშაობთ სამსახურში კოლექტივთან, როგორ სწავლობთ ახალ ენას ან მუსიკალურ ინსტრუმენტს. თუ საზოგადოება, როგორც მთლიანი უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს სწავლის ძალისხმევას, ადამიანის გლობალური პოტენციალისთვის ამას შეიძლება უსასრულო მნიშვნელობა ჰქონდეს.

ახლა თქვენთვის სიურპრიზი მაქ. უბრალოდ ამ სტატიის კითხვით, თქვენ განვითარების მსოფმხედველობის ინტერვენციის პირველი ნახევარი უკვე გაიარეთ. კვლევა აჩვენებს, რომ უბრალოდ კვლევის შედეგების გაგებით, მაგალითად იმის ცოდნით, რომ ტვინი იზრდება მეტადრე მაშინ როცა შეცდომებს ვუშვებთ, ვიდრე როცა რაღაც გამოგვდის, შეიძლება დაიწყოს ადამიანის მსოფმხედველობის ცვლილება. ინტერევენციის მეორე ნაწილი თქვენთვის იქნება კვლევის შედეგების სხვებისთვის გაზიარება. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო (იხილეთ ზევით) რომელშიც აღვნიშნავთ ძალისხმევის მნიშვნელობას სწავლისთვის; ეს დაგეხმარებათ სხვებისთვის ამ ცოდნის გაზიარებაში. და ბოლოს, როცა ჩემი ბიჭი, ან თუნდაც, ნებისმიერი სხვა ადამიანი მკითხავს სწავლაზე, მე მინდა მათ იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ. მანამ, სანამ ითვალისწინებენ ძალისხმევას და შეცდომებს, მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ ისწავლონ.

 

წყარო: The Learning Myth: Why I'll Never Tell My Son He's Smart

მთარგმნელები: რაზმიკ ბადალიანი, ირაკლი ქავთარაძე

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე