სხვადასხვა ტიპის მასალების თარგმნის პლატფორმა
სამუშაო ვერსია
შესავალი
Google Translator Toolkit (GTT) არის უფასო პლატფორმა ტექსტის და სხვა ტიპის მასალების თარგმნისთვის. შეგიძლიათ თავისუფლად თარგმნოთ ვიდეო, პროგრამა და სხვა ტიპის მასალები (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ).
ამ დოკუმნეტში არის დამხმარე ინფორმაცია GTT-ის გამოყენებაზე.
თუ თარგმნით ღიად და უფასოდ ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო მასალებს, Educare Georgia უსასყიდლოდ გთავაზობთ დამატებით კონსულტაციებს და ტრენინგებს GTT-ის (თუ სხვა CAT-ის ტიპის ღია პლატფორმებისთვი) გამოყენება რომ აითვისოთ.
კითხვა გაგიჩნდათ? აუცილებლად მოგვწერეთ
საკონტაქტო პირი - რაზმიკ rbadalyan@educaregeorgia.com
პატივისცემით,
ვიდეო ინსტრუქციები
GTT-ს ოფიციალური ვიდეო მიმოხილვა
დამატებითი ვიდეოები
Using Google's Translator Toolkit
Trad Online - Sharing Knowledge - Google Translator toolkit
Google Translator Toolkit and Amara srt subtitles
Google Translator Toolkit (რუსულად)
მასალების ტიპები
თარგმნის დაწყება
დააჭირეთ ღილაკს UPLOAD. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც უნდა აირჩიოთ სათარგმნი მასალის ტიპი (Add content to translate). შეგიძლიათ ატვირთო კომპიუტერიდან (Upload file...) ჩასვათ ტექტის ბმული (Input url) ან პირდაპირ გადმოიტანოთ ტექსტი (Input text). ასევე შეგიძლიათ თარგმნოთ ვიკიპედიის სტატია (Input a Wikipedia article) ან იუთუბის ვიდეო (Pick YouTube video...).
მაგალითად ავიღოთ ვიკიპედიის სტატია.
ჩასვით ვიკიპედიის სტატის ბმული (1), დაწერეთ სათაური (2), შეარჩიეთ ორიგინალი ტექსტის ენა (3), შეარჩიეთ ენა რომლზეც გინდათ თარგმნოთ (4), თუ ჩამონათვალში არ არის დაწერეთ საძიებო ველში (5).
დამატებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ “თარგმანის ისტორია” (translation memory) სად შეინახოს. საჯარო ბაზაში (Global, shared TM) ან თქვენ პირადში. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ლექსიკონი.
ბოლოს აჭერთ ღილაკს Next. თავიდან გამოჩნდება ფასიანი მომსახუარების შემოთავაზება. დააჭირეთ ღილაკს No, thanks
თარგმნის პროცესი
სამუშაო სივრცე დაყოფილი ორ ნაწილად. მარჯვენა მხარეს არის ორიგინალი ტექსტი, მარცხენა მხარეს თარგმანი.
პროგრამა ავტომატურად ყოფს ტექსტს სეგმენტებად (მონიშნულ სეგმენტს ორიგინალ ტექსტში ლურჯი ფონი აქვს, თარგმანში ჩარჩოშია მოქცეული). მუშაობის პროცესში ხდება ცალკეული სეგმენტის თარგმნა (შეგიძლიათ დაყოთ ან გააერთიანოთ სეგმენტები, Edit → Split segment ან Merge segments შესაბამისად).
სეგმენტის ჩარჩოს ქვემოთ არის დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი (Insert comment); მართოთ სეგმნეტის HTML კოდები (ამ შემთხვევაში აქ არის ვიკიპედიის სტატიის ჰიპერლინკები) (Insert HTML tags), თარგმნის პროცესში HTML კოდები დამალულია, მაგრამ ამ ფუნქციის დახმარებით შეიძლება მათი ადგილის შეცვლა; შეგიძლიათ წაშალოთ თარგმანი (Wipe out translation) ან გადმოიტანოთ ორიგინალი ტექსტი (Copy source to translation); ისრებით შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა/შემდეგ სეგმენტზე.
თარგმნას რომ დაასრულებთ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს Complete (ვიკიპედიის სტატიების შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ ქართული ვიკიპედიის საიტზე. File → Publish to source page).
ძირითადი გვერდი
სათარგმნი მასალების კატეგორიაში (Translations⇨Active) გამოჩნდება ახალი ფაილი. სახელის ქვემოთ წერია - რამდენი პროცენტი დარჩა სათარგმნი. ასევე წერია - სიტყვების რაოდენობა (2020), რა ენაზე ითარგმნება (Georgian), ბოლო ცვლილება როდის გაკეთდა (9:05 PM) და ვის აქვს წვდომა ამ ფაილზე (me - ამ შემთხვევაში მარტო ფაილის პატრონს).
ფაილს რომ მონიშვნავთ გამოჩნდება დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ თარგმანლი, დამალოთ (1), წაშალოთ (2), გაუზიაროთ სხვას (3) და მიამაგროთ იარლიყი (4).
გაზიარების ფუნქცია პრინციპში ანალოგიური Google Drive-ის გაზიარების ფუნქციის. დაწერეთ ელ.ფოსტა ვისაც გინდათ გაუზიაროთ (1), შერჩიეთ რისი გაკეთება შეეძლება ფაილთან (2), შეგიძლიათ აქედანვე მიწეროთ წერილი (3). შემდეგ აქ, People with access, გამოჩნდება ყველა იმ ადამიანის ანგარიში ვისაც აქვს წვდომა ამ ფაილზე. აქედან შემდეგ შეგიძლიათ შეცვლოთ გაზიარების პარამეტრები.
Labels - იარლიყები
Shared with - გაზიარებული ფაილები
Translation memories - “თარგმნის მეხსირება”, შეგიძლიათ შექმნათ ახალი, გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.
lossaries - ლექსიკონები, შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.
This work by Educare Georgia is licensed under a
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 Unported License.
Permissions beyond the scope of this license may be available at rbadalyan@educaregeorgia.com