პროექტი “ჩართე”
Charte.ge არის სოციალური სტარტაპი - Crowdfunding პლატფორმა სადაც ნებისმიერს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან გადასცეს კომპიუტერი, 7-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ამის საშუალება არა აქვთ.
პროექტი დაიწყო წეროვანის და წილკანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებით. საქართველოში 100 000-მდე ასეთი ბავშვია.
ვინ ვართ
პროექტის ინიციატორი არის Educare Georgia – საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.
ჩვენი პროექტებია:
ქართული Khan Academy და Youtube არხი
Code.org და პროგრამირებს კლუბები საჯარო სკოლებში
ვეძებთ მას
*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი “სიტყვის მასალისთვის” :) ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!
- ვისაც აინტერესებს ტექ. მეწარმეობა (Tech Entrepreneurship), სოციალური მეწარმეობა (Social Entrepreneurship)
- ვინც ბევრს კითხულობს, უყურებს და უსმენს იმაზე თუ როგორ მუშაობენ სტარტაპები (Lean?!) ან მზად არის რომ ჩაეძიოს.
- ვინც ტექნოლოგიებთან მეგობრობს და ინოვაციის მეშვეობით პრობლემის გადაჭრის იდეები ღამე არ აძინებს.
- ვისაც უნდა რომ კარგი საქმე აკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.
ასევე:
ბევრს კითხულობს და მუდამ ახალს სწავლობს.
არასოდეს ეზარება და აქვს პასუხიმგებლობის გრძნობა.
კარგად იცის: ინგლისური და ქართული – წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა.
თანამედროვე ტექნოლოგიებში კარად არის გათვითცნობიერებული (ეგრეთ წოდებული Tech Savvy).
საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს.
რას მიიღებ
იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას და ტექნოლოგიებს.
მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი.
სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი.
ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.
კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)
გამოცდილებას.
ანაზღაურებას – 400 ლარს დასაწყისისთვის. (შედეგებთან ერთად გაიზრდება)
გზის, მობილურის და ინტერნეტის ხარჯების ანაზღაურებას.
თუ გაინტერესებს, შეავსე ეს განაცხადი
განაცხადის შევსების ბოლო ვადა 3 ოქტომბერი 2017.
შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.
საცდელი ვადა 45 დღე