მოხალისე-პროგრამისტის ვაკანსია

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 9 ივნისი 2017.

თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი:
https://goo.gl/forms/eF4v6iH9LkTRUz2f1

ვინ ვართ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მონაწილეობას მიიღებთ შემდეგ პროექტებში:

ვეძებთ

ვისაც უნდა, რომ კარგი საქმე გააკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს საგანმანათლებლო (და არა მარტო) ტექნოლოგიების სფეროში.

და ასევე:

  • გამოცდილება აქვს (ან შეძლებს):

    • ქრომის გაფართოებების შექმნის

    • გუგლის დოკუმენტებისთვის add-on-ების შექმნის

    • API-ებთან მუშაობის

  • ასე თუ ისე იცნობს Chrome OS-ს (ან/და Linux-ს)

  • ერკვევა ღია კოდის ლიცენზიაში და შეუძლია კოდის საჯაროდ განთავსება

 

რას მიიღებ

  • იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე

  • მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი

  • იმუშავებ საიდინაც გინდა

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში

  • კარიერული footprint – ჩვენ Non Profit ვართ და ასეთ ორგანიზაციებში მოხალისედ მუშაობას ბევრი კომპანია, კანდიდატის უპირატესობად თვლის

  • გზის ფულს, ტელეფონს და მობილურ ინტერნეტს დაგიფინანსებთ

  • მომავალი თანამშრომლობა – ამ სტაჟირების მიზანია გუნდის ახალი წევრის პოვნაა, რის შემდეგაც ანაზღაურება შეგვიძლია განვიხილოთ

თანამშრომლობის პროცესში შექმნილი გაფართოებები, add-on-ები (თუ რაც იქნება) უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის (მცირე გამონაკლისების გარდა) და კოდიც ღია ლიცენზიით იქნება.

 

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება 3) დავალება

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე