პროექტი “ჩართე” და დეველოპერული კომპანია Helix სრულ განაკვეთზე ეძებს დამწყებ .Net დელოპერს პროექტებისთვის Charte.ge და GiveInternet.org.
ვინ ვართ ჩვენ
„ჩართე“ (Charte.ge) და მისი საერთაშორისო ანალოგი, GiveInternet.org, არის საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი. პლატფორმების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს დეველოპერული კომპანია Helix-ი.
ჩართეს ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia, რომელიც მიზნად ისახავს, ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.
ჩვენი პროექტები:
ქართული „ხანის აკადემია“ - Khan Academy
პროგრამირების სასწავლო პლატფორმის ქართული ვერსია - Code.org
პროექტი „ჩართე“ (Charte.ge) – ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ასევე საერთაშორისო პლატფორმა https://giveinternet.org/
სხვა პროექტები - Feed the monster; Be my eyes, რატომ ინგლისური?
ვეძებთ გუნდის წევრს სრულ განაკვეთზე, რომელსაც:
აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
უყვარს ახლის შექმნა და ინიციატივები;
უყვარს ანალიტიკა, კვლევა, ჩაძიება, ექსპერიმენტები;
აინტერესებს ტექნოლოგიური მეწარმეობა და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობა;
მუდმივად სწავლობს და ვითარდება;
უნდა, რომ სასარგებლო საქმე აკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.
მოთხოვნები:
დამწყებ დონეზე იცოდეს:
Back-end:
.NET MVC / Razor
Entity Framework
Microsoft SQL Server
Front-end:
HTML
CSS (SASS + Gulp)
jQuery
VueJS (ცოტა)
რას გააკეთებთ
განახლებები და გაუმჯობესებები back-end-ის მხარეს;
განახლებები და გაუმჯობესებები front-end-ის მხარეს;
საგადახდო ტრანზაქციებთან მუშაობა UFC/TBC გადახდის სისტემით;
რეპორტებთან მუშაობა (SQL);
კომუნალური გადახდების სერვისებთან მუშაობა (iPay, UCC);
ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობა - Google Analytics, Crazy Egg, Mixpanel, Segment და ა.შ.;
ახალ პროექტებზე მუშაობა.
რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ
გამოცდილება - ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და მზად ვართ, ვასწავლოთ;
იმუშავებთ როგორც ქართულ სოციალურ სტარტაპზე, ისე მის საერთაშორისო ვერსიაზე, რომელიც მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ინტერნეტზე, ტექნოლოგიასა და განათლებაზე წვდომას უზრუნველჰყოფს.
იმუშავებთ ახალგაზრდების მოქნილ გუნდთან და ისწავლით საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიის გუნდისგან.
მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და გარემოს - პირველ ეტაპზე იმუშავებთ Helix-ის ოფისში, მოგვიანებით კი შესაძლებელი იქნება დისტანციურად მუშაობაც.
ჩაერთვებით საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში.
შეავსეთ ეს განაცხადი - https://forms.gle/cfkQK2Db5TeCqxN38
ანაზღაურების თქვენი მოლოდინი მიუთითეთ აპლიკაციაში
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 15 ივნისი 2020.
შერჩევა 3-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება 3) დავალების მომზადება და წარდგენა.
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 30 დღე