„ხანის აკადემიის“ მათემატიკისა და ქიმიის ვიდეოების ჩამწერები

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 4 ნოემბერი 2019.

2 პოზიცია: ქიმიისა და მათემატიკის ვიდეოების ჩამწერები. ჩაწერაში იგულისხმება ინგლისური ვიდეოს გაქართულება (ანუ ქართული ვერსიის ჩაწერა ან გახმოვანება/დუბლირება). პოზიცია არ მოიცავს ვიდეოს მონტაჟს.

ვეძებთ მას, ვინც:

  • კარგად იცის ქიმია ან/და მათემატიკა;

  • კარგად იცის ქართული და ინგლისური;

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი;

  • შეძლებს, არა უბრალოდ თავიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი:

    • შეუძლია, გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის;

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

გახმოვანების დამხმარე მასალა იხილეთ აქ.

პასუხისმგებლობის გრძნობა

  • „ხანის აკადემიას“ თვეში საშუალოდ 60,000 მომხმარებელი ჰყავს. თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანი… ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც სწავლა სურს! იმედი გვაქვს, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე სამუშაოს გულისყურითა და ხარისხიანად შესრულებას მოგანდომებთ.

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი;

  • დისტანციური მუშაობა;

  • ანაზღაურება (გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადის შესაბამის ველში).

განაცხადი შეავსეთ აქ: forms.gle/pEWMXQBnK1CMKNfeA

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 4 ნოემბერი 2019.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე.