ჩვენ შესახებ
Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ჩვენი პროექტები:
ქართული Khan Academy და Youtube არხი
Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში
პროექტი “ჩართე” (Charte.ge) - ინტერნეტი და კომპიუტერი სკოლის მოსწავლეებს ვისაც ამის საშუალება არ აქვს.
ვეძებთ მას
*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი “სიტყვის მასალისთვის” :) ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!
ვინც ძალიან კარგად წერს ინგლისურად
ვისაც ბევრი წერა უწევს ინგლისურად ( მაგალითად: სწავლისთვის ან ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავს, ხშირი საქმიანი ურთიერთობა აქვს ან თუნდაც ბლოგი მიყავს)
ვინც ძალიან კარგად წერს ქართულად
ვისაც კრიტიკული აზროვნება უყვარს
ვისთვისაც დეტალების გათვალისწინება ცხოვრების ნაწილია.
ვინც თვლის რომ ძალიან კარგად აკეთებს პრეზენტაციებს, როგორც შინაარსობრივად ასევე ვიზუალურად.
ორგანიზებული და პასუხიმგებლიანია
ასევე:
ბევრს კითხულობს/უსმენს და მუდამ ახალს სწავლობს.
რამე მეორე პროფესიაც აქვს.
საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს.
რაში დაგვეხმარებით
ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების/გრანტების მოძიება.
საერთაშორისო ფონდების მოძიება, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ საქართველოში მუშაობით და ჩვენი პროექტებით.
მათი პროგრამების დეტალურად შესწავლაში.
მათთვის საგრანტო განაცხადების დაწერასა და წარდგენაში.
არსებულ დონორებთან მუდმივ კომუნიკაციაში, მიმოწერა, დოკუმენტაციის შექმნა და მართვაში.
რას მიიღებთ
მოქნილი გრაფიკი, სახლიდან მუშაობა შესაძლებელია.
იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას და ტექნოლოგიებს.
შემოიტანთ უცხოურ ვალუტას ქვეყანაში და ამით გაამყარებთ ლარს;)
მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი.
სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი.
ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.
კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)
გამოცდილებას.
ანაზღაურებას (მიუთითეთ თქვენი მოლოდინი აპლიკაციაში) - და დამატებით, შედეგებზე დაფუძნებულ, ანაზღაურებას.
თუ გაინტერესებს, შეავსე: ეს განაცხადი
განაცხადის შევსების ბოლო ვადა 31 იანვარი 2018.
შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.
საცდელი ვადა 45 დღე