ვინ ვართ ჩვენ
Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანიც არის, საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.
ჩვენი პროექტები:
ქართული Khan Academy და Youtube არხი.
Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში
პროექტი „ჩართე“ (Charte.ge) – ინტერნეტი და კომპიუტერი სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ამის საშუალება არ აქვს.
Duolingo.ge
და სხვა
ვეძებთ ადამიანს სრულ განაკვეთზე, რომელიც
*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი „სიტყვის მასალისთვის“ :), ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!
თვლის რომ მისი მთავარი თვისება არის დეტალების მიმართ ყურადღება და ყველაზე მოწესრიგებული და ორგანიზებულია სამეგობროში.
ენერგიულია და დაუღალვი
დამოუკიდებელია და რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე უკეთებია საორგანიზაციო/საოპერაციო საქმე.
კარგად სწავლობდა სკოლაში მათემატიკას და ვისთვისაც Excel ან Google Spreadsheet უცხო არ არის.
მუდმივად სწავლობს რაღაც ახალს
რაში დაგვეხმარებით
კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონტრაქტები, დოკუმენტაცია, ანგარიშგება.
ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაციების მოწესრიგებული მართვა. მარტივი ფინანსური აღრიცხვიანობა, ხარჯებისა და პროცესების აღრიცხვა, გადარიცხვები.
მოხალისეების რეგიონალური ქსელის აწყობა და მართვა
საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა
ბენეფიციარების იდენტიფიცირების სტრატეგიის შედგენა და მართვა
ბენეფიციარებისთვის ინტერნეტის ჩართვის ორგანიზება და კონტროლი
მასშტაბზე გასასვლელად საჭირო პროცესების სტანდარტიზაცია და ავტომატიზაცია.
საგანმანათლებლო ვიდეოების ატვირთვა
კომუნიკაცია მოხალისეებთან და მასწავლებლებთან
რას მიიღებთ
იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებასა და ტექნოლოგიას.
ახალგაზრდების მოქნილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
სივრცეს, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც თვისუფალ დროს შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო.
ჩაერთვები საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში.
კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)
გამოცდილებას.
ანაზღაურებას (მიუთითე შენი მოლოდინი აპლიკაციაში)
თუ გაინტერესებს, შეავსე ეს განაცხადი
განაცხადის შევსების ბოლო ვადა 31 იანვარი 2018.
შერჩევა 3-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 45 დღე