ვაკანსია უვადოა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაცხადის შევსება. თუ მოგვეწონება თქვენი ვიდეო დაგიკავშირდებით.
მოთხოვნები – ვეძებთ მათ, ვინც:
კარგად იცის აპლიკაციაში მითითებული, ან სხვა საგანი
კარგად იცის ქართული და ინგლისური
აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი
შეძლებს, არა უბრალოდ თავიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ bit.ly/3d07kpz):
შეუძლია გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის.
შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას.
გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.
ვიდეოების ამ სიაში bit.ly/KA-video-creation-tutorial არის აღწერილი შექმნის პროცესი და ამ ვიდეოში — ახსნის სტილი youtu.be/Ohu-5sVux28 (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ khanacademy.zendesk.com/hc/en-us/sections/205873648-Dubbing-and-Recreating-Videos).
პასუხისმგებლობა
თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაციაა სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!
პირობები/ანაზღაურება
მოქნილი გრაფიკი;
დისტანციური მუშაობა;
ჩაწერისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება; მიკროფონი და სახატავი დაფა;
ანაზღაურება (გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადის შესაბამის ველში).
განაცხადი: goo.gl/forms/lwUNUFgd5U9WQlTC2
რაიმე კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook.com/educaregeorgia