ვინ ვართ
Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
მონაწილეობას მიიღებთ შემდეგ პროექტებში:
ქართული Khan Academy და Youtube არხი
Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში
პროექტი “ჩართე” - ინტერნეტი და მეორადი კომპიუტერი წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის მოსწავლეებს.
ვეძებთ
ვისაც ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი ან სწავლობს ბოლო კურსზე, აქვს დრო, უნდა რომ კარგი საქმე გააკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.
და ასევე არის:
ენერგიული და პასუხისმგებლიანი (ბანალურია თითქოს, მაგრამ მართლა გვჭირდება ასეთი ხალხი:)
კარგად იცოდეს: ქართული და ინგლისური - წერა, კითხვა, საუბარი
თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად იყოს გათვითცნობიერებული (ეგრეთ წოდებული Tech Savvy) და უყვარდეს ახლის სწავლა
საქმეს დამოუკიდებლად ასრულებდეს
რას მიიღებ
იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ხარისხიან განათლებაზე და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას ახალგაზრდებისთვის.
მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი
სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია - შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი
მეტ-ნაკლებად მოქნილი გრაფიკი
ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.
კარიერული footprint - ჩვენ Non Profit ვართ და ასეთ ორგანიზაციებში მოხალისედ მუშაობას ბევრი კომპანია, კანდიდატის უპირატესობად თვლის.
გზის ფულს, ტელეფონს და მობილურ ინტერნეტს დაგიფინანსებთ.
მომავალი თანამშრომლობა - ამ სტაჟირების მიზანი გუნდის ახალი წევრის პოვნაა, რის შემდეგაც ანაზღაურება შეგვიძლია განვიხილოთ.
თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი:
https://goo.gl/forms/ursMO5NAEyADmkP23
განაცხადის შევსების ბოლო ვადა 20 აპრილი 2017.
შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) პრეზენტაცია