პოზიცია: Khan Academy-ის და Code.org-ის ტრენერი
Educare Georgia იწყებს ქართულენოვანი Khan Academy-ისა და Code.org-ის პრეზენტაციებს და ტრენინგებს სკოლებში საქართველოს მასშტაბით!
მოთხოვნები – ვეძებთ:
ვისაც სურს თავისი ქალაქისა თუ სოფლის მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
ვინც ცხოვრობს შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, თელავი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ასევე რეგიონის სხვა ქალაქებიდან)
კარგად იცნობს და აქტიურად იყენებს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებს (Khan Academy, Coursera, Edx, Udemy, Codecademy, Duolingo ან სხვა)
აქვს პრეზენტაციის/ტრენინგის ჩატარების კარგი უნარი
აქვს პრეზენტაციების მომზადების კარგი უნარი
აქვს ტრენინგის ჩატარების გამოცდილება
ფლობს ინგლისურს მაღალ დონეზე
უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც შეძლებს მოაგვაროს ტექნიკისა და კავშირის საკითხები დამოუკიდებლად (ანუ, ექნება სმარტფონი და/ან ფოტოაპარატი ხარისხიანი ფოტოების და მოკლე ვიდეო მასალის გადაღებისთვის, ლეპტოპი და სტაბილური წვდომა ინტერნეტთან)
პასუხისმგებლობა
აღნიშნული საგანმანათლებლო პლატფორმები ათიათასობით ადამიანს მისცემს საშუალებას მიიღოს ხარისხიანი განათლება, იქნება ეს სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი თუ სპეციალური საჭიროებების მქონე პირი – ყველა, ვისაც სწავლა სურს, შეძლებს, ისწავლოს. პლატფორმების საფუძვლიანი შესწავლა და მათი სიღრმისეულად წარდგენა მოსწავლესა და მასწავლებლებისათვის გადამწყვეტია მათი სრული პოტენციალით გამოყენებისათვის. ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!
მოვალეობები
თქვენ გარშემო მდებარე ქალაქებისა და სოფლების სკოლებში პრეზენტაციების დაგეგმვა, სკოლებთან შეთანხმება და ადგილზე ჩატარება.
თვეში მინიმუმ 8 ტრენინგის ჩატარება.
ანგარიშების მომზადება ჩატარებული ტრენინგების შესახებ (ანგარიში დამსწრეთა შესახებ, მინიმუმ 5 ფოტო ტრენგიდან, 3 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი დ.ა.შ)
თბილისში 3-4 თვეში ერთხელ ჩამოსვლა.
მოტივაცია/ხელფასი
მოქნილი გრაფიკი
თვეში მინიმუმ 10 პრეზეტნაცია;
პრეზეტნაციის ხანგრძლივობა – 1-2 საათი
ერთი პრეზენტაციის ანაზღაურება 40 ლარი ხელზე. (10 პრეზენტაციის შემთხვევაში 400 ლარი ხელზე)
მობილური ინტერნეტი და მგზავრობის ანაზღაურება თვეში 50 ლარი (10 პრეზენტაციაზე)
გამოსაცდელი ვადა 45 დღე. გამოსაცდელ ვადაში თვეში მაქსიმუმ 12 პრეზენტაციის ჩატარება არის შესაძლებელი.
განაცხადი
გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/1Um2Klr8Z5bvKTwOmCYopK-G--rLkyZ6uX6aj8uZt9r4/edit?uiv=0
განაცხადის შევსების ბოლო ვადა 27 მაისი. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია:
1. აპლიკაციის განხილვა
2. პრეზენტაცია (კანდიდატი ამზადებს პრეზენტაციას Khan Academy-ზე და წარადგენს პირადად ან skype-ით)
რესურსები:
Khan Academy-ის ქართული ვერსია: www.ka.khanacademy.org
Khan Academy Kartuli – ოფიციალური ქართული Youtube არხი: goo.gl/jYk2h0
Code.org – ის ოფიციალური ქართული ვერსია: https://code.org/lang/ka