18 აპრილი 2016
პოზიცია: Khan Academy-ს მთარგმნელი
მოთხოვნები - ვეძებთ მათ, ვინც:
ძალიან კარგად იცის მათემატიკა (სასკოლო პროგრამა 12 კლასამდე. მათემატიკის, ფიზიკისა და კომპ. მეცნნიერების ბაკალავრებს მიენიჭებათ უპირატესობა).
ძალიან კარგად იცის ინგლისური.
ძალიან კარგად იცის ქართული.
ძალიან კარგად შეუძლია ინგლისურიდან თარგმნოს ქართულად
ვისაც სურს რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
პასუხისმგებლობა
თქვენს მიერ ნათარგმნ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!
მოტივაცია/ხელფასი
მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურება: თარგმნის წინასწარ შეთანხმებულ ნორმაზე განისაზღვრება ანაზღაურება. ერთი ნორმის ანაზღაურება არის 490 ლარი (ხელზე). თვეში შესასრულებელი ნორმების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მთარგმნელის დროისა და თარგმნის ხარისხის გათვალისწინებით.
განაცხადი
გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/1-8aYdSAofGiJ4Li6_WDHa5Mr7XtrTyTxVlwGVITsiTk/edit?uiv=0
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 30 აპრილი. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია: (აპლიკაცია და საცდელი თარგმნა)