ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ია. ალბათ ეს ერთი წინადადებაც საკმარისია პრობლემის დასმისთვის (დეტალები იხილეთ ქვემოთ). ამიტომ, შემდეგ საკითხზე გადავალთ – როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? ამის 3 გზა არსებობს. ქართულენოვანი რესურსების შექმნა, უცხო ენის სწავლა და არსებული რესურსების თარგმნა.
ამ ტექსტში ბოლო ორზე გვექნება საუბარი, ერთი კონკრეტული სასწავლო პლატფორმის მაგალითზე. ეს არის დუოლინგო (www.duolingo.com). რატო ეს პროგრამა? ესეთი რესურსები ხომ მრავლად არის ინტერნეტში? კი ბევრია, მაგრამ ჩვენი აზრით დუოლინგო ჯობია. იმიტომ რომ ...
ეფექტურია – რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომლიც მიუთითეთბს ამაზე.
უფასოა – აბსოლუტურად უფასო. არანაირი freemium, 30 დღიანი საცდელი ვადა თუ სხვა რამ. რეკლამაც არ არი. (აქ ალბათ იკითხავთ „კი მაგრამ შემოსავალი საიდან აქვთ?“ ამაზე ქვემოთ)
ხელმისაწვდომია – ბრაუზერიდან. ანდროიდის, აიოსის და ვინდოუსის მობილური აპლიკაციებიდან.
პოპულარულია – 150 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. 2013 წლის საუკეთესო აპლიკაცია, როგორც ანდროიდის ისე ეპლის მიხედვით.
სოციალურია – შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ისწავლოთ.
სახალისოა – ენის სასწვლო კურსი თამაშის მექანიკის ელემენტებითაა შექმნილი.
მრავალფეროვანია – უსმენთ, წერთ, მეტყველევთ, უყურებთ, ირჩევთ და თანმიმდევრობით ალაგებთ. ყველა ამ აქტივობას ახორციელებთ სწავლის/თამაშის პორცესში.
ინდივიდზეა მორგებული – დუოლინგოს პროგრამა მიეკუთვნება ადაპტური სწავლის (adaptive learning) ტიპის პროგრამებს.
და კიდევ ორი, ჩვენი აზრით ყველაზე მთავარი, რაზეც ცალკე დავწერ.
პირველი, ეხმიანება კითხვას – საიდან აქვთ შემოსავალი? საერთოდ, დუოლინგოს მიზანი არ არის უცხო ენის სწავლება. ამ საიტის მიზანია, შექმნას პლატფორმა სადაც ერთობლივი ძალებით (crowdsourcing) მოხდება ინტერნეტის თარგმნა ყველა ენიდან, ყველა ენაზე (დეტალები იხილეთ ამ ვიდეოში. დუოლინგოს დამფუძნებლის, ლუის ვონ ანის გამოსვლა). ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პლატფორმაზე ატვირთოს ტექსტი (უბრალოდ ლინკის მითითებით) და დაიწყოს მისი თარგმნა. ამავდროულად ეს ტექსტი არის ღია. დუოლინგოს სხვა მომხმარებლებიც ხედავენ და მარტივად შეუძლიათ თარგმნაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება შემოსავალს. დუოლინგოს გუნდი იღებს შეკვეთებს რიგი ორგანიზაციებისგან სტატიების თარგმნაზე. ამ სტატიებს თარგმნიან დუოლინგოს მომხმარებლები. გამოდის რომ მომხმარებელი სწავლობს სტატიების თარგმნით და ამით “იხდის” დუოლინგოს გამოყენების საფასურს. მაგრამ ეს არაა სავალდებულო. თავისუფლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ დუოლინგოს ნებისმიერი, თუნდაც ყველა სასწავლო კურსი და ერთი წინადადებაც არ თარგმნოთ. მაგრამ ბევრი თარგმნის, და ხარისხიანად, რადგან არც CNN-ს და არც BuzzFeed-ს არ შეუწყვეტია კონტრაქტი დუოლინგოსთან. და დარწმუნებული ვარ საქართველოდანაც ბევრი თარგმნის. იმიტომ რომ მადლობელი იქნება, და იმიტომაც რომ ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ა. გვჯერა, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით ბევრი ადამიანი მოიგებს.
მეორე ის არის, რომ დუოლინგოში შეგიძლია თავად შექმნა უცხო ენის სასწავლო კურსი. თუმცა ყველას არ შეუძლია კურსის შექმნა. მსურველმა უნდა დაუმტკიცოს დუოლინგოს გუნდს რომ შეუძლია ამის გაკეთება. კიდე არის საკითხები რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა. დეტალები კურსის შექმნაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მაგრამ ჩვენ ამ პროგრამას ვერ ვიყენებთ ჯერ. იმის გამო რომ არავის შეუქმინია ჯერ ქართულენოვა კურსი დუოლინგოზე. თუმცა ეს ჯერ! დარწმუნებული ვართ ეხლა როცა წაიკითხეთ ეს ტექსტი მოგინდათ ან ამ პლატფორმაზე ენის სწავლა, ან რამე თქვენთვის საინტერესო ტექსტის თარგმნა ან ქართულენოვანი კურსის შექმნა. პირველ რიგში უნდა შეიქმნას ქართულენოვანი კურსი. მერე იქნება შესაძლებელი უცხო ენის სწავლაც და თარგმნაც.
რა შეიძლება გავაკეთოთ ქართულენოვანი კურსის შესაქმნელად?
მიეცით ხმა ქართული ენის დამატებას duolingo.ge
თუ იცით უცხო ენა გამოსცადეთ რომელიმე არსებული კურსი. თავად დარწმუნდით დუოლინგოს ეფექტურაბაში.
თუ გსურთ კურსის შექმნა, გაეცანით კურსის შექმნის დეტალებს აქ. ჩვენი გუნდი აქტიურად ეძებს კომპენტენტურ ადამიანებს, ვისაც შეუძლია და რაც მთავარია უნდა შექმნას ქართულენოვანი კურსი დუოლინგოზე.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გაქვთ იდეა, გინდათ მიიღოთ მონაწილეობა პირველი ქართულენოვანი კურსის შექმნაში ან უბრალოდ გინდათ მოგვიკითხოთ – მოგვეწერეთ rbadalyan@educaregeorgia.com.
უცხო ენის ცოდნის საჭიროების შესახებ
მართლაც, ბევრ ქართველს გამოადგება ეს პროგრამა. რამდენი სკოლის მოსწავლეა, რომელიც წვალობს ერთფეროვანი წიგნების და სავარჯიშოების ისევ და ისევ გამეორებით? დუოლინგოს გამოყენება ისეთი მარტივია რომ პირველ კლასელიც შეძლებს გამოყენებას (მშობლების მეთვალყურეობით ცხადია, პირველ კლასელი ინტერნეტში მარტო არ უნდა შედიოდეს!). და ნუ გვავიწყდება რომ ყველა პირველ კლასელს აქვს კომპიუტერი, რომლითაც შეუძლია ითამაშოს დუოლინგო, არა უკაცრავად – ისწავლოს უცხო ენა (და როგორც კვლევა მიუთითებს, დუოლინგოს გამოყენებას მეტი ეფექტი აქვს დამწყებთათვის. წყარო გვ. 19 Conclusion). დუოლინგო დაეხმარება არა მარტო სკოლის მოსწავლეებს. საქართველოში ბევრმა არ იცის ინგლისური ენა. იხილეთ გრაფიკი #1
დუოლინგოზე შესაძლებელია არა მარტო ინგლისური ენის სწავლა. ქართული ენიდან, ნებისმიერი ენის სწავლა იქნება შესაძლებელი. და პირიქით, ნებისმიერი ენიდან ქართული ენის.
ამ პროგრამაზე, კიდე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება და ამავდროულად, ცხადია ის არ არის იდეალური, ამის ილუზია არ გვაქვს. თუმცა, არსებული უფასო უცხო ენის სასწავლო პროგრამების სფეროში, დუოლინგოს ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს საქართველოსთვის.
ველით თქვენს წერილებს :)
Educare Georgia-ს გუნდი
P.S. ასევე სერტიფიკატს გასცემენ. ონლაინ აბარებთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ მობილურიდან (ანდროიდ, აიოს). სერტიფიკატის ვალიდურობაც კვლევითაა მხარდაჭერილი.
სტატიის ავტორი: რაზმიკ ბადალიანი